ზურაბ ჯაფარიძის ცემისთვის ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ცემისთვის დაკავებული პირი გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად ჯაფარიძე წერს.

„გორში რომ ჩამარტყა, ის კაცი გაუშვიათ გირაოთი, ან აქამდე რას აწვალეს“, - წერს ჯაფარიძე.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

ცნობისთვის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს თავს გორში, „სმარტთან“ 17 ივნისს დაესხნენ. თავდასხმის შედეგად ჯაფარიძემ დაზიანება თვალის არეში მიიღო. ის რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება