DIBS ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსს მასპინძლობს

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსის დასკვნით მოდულს მასპინძლობს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსი ავსტრიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით იმართება და მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის (EaP) ქვეყნებიდან საჯარო უწყებების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„მათ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა, წარმატებები უსურვა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პრიორიტეტებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი სამი მოდულისგან შედეგება. პირველი მოდული ონლაინ ფორმატში განხორციელდა, მეორე მოდული ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარდა, მესამე, დასკვნით მოდულზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, უცხოელი ექსპერტები მსმენელებს ევროპული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობასა და ევროპის კონტინენეტზე არსებული ჰიბრიდულ საფრთხეებზე ინფორმაციასა და გამოცდილებას უზიარებენ. კურსის განმავლობაში მონაწილეებს სხვადასხვა ტრენინგ აქტივობაში ჩართვისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების შესაძლებლობა აქვთ.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას გასულ წელს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) სამეთვალყურეო საბჭომ ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა; DIBS გახდა ევროკავშირთან აფილირებული პირველი სასწავლო ინსტიტუტი საქართველოში. ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის (EaP) და გაფართოების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით იმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით