ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი საქმისთვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეა

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ იადიგარ აბასოვის ადვოკატი თეიმურაზ ბიჭაშვილი საქმისთვის გრიფი „საიდუმლოს" მოხსნას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეა.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს.

"ჩემი აზრით უნდა მოიხსნას გრიფი "საიდუმლო", იმიტომ, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმეა. არანაირი საიდუმლო იქ არ არის. ჩვენება მისცა გამოძიებას. ჩვენებაში რა დაწერა მაგას ვერ მოგახსენებთ. შეზღუდული ვართ. არ აღიარებს ბრალს," - განაცხადა თეიმურაზ ბიჭაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები. დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს