კახა კალაძე - სამწუხაროდ, ტერიტორიების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, რაც უდიდესი გამოწვევა არის ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უდიდესი გამოწვევა არის თითოეული მოქალაქისთვის.

ის ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის შემოსვლის ფაქტს და რუსი ტურისტების გზავნილს გამოეხმაურა, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსებს აქვთ უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.

„რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ, ტერიტორიების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, რაც უდიდესი გამოწვევა არის ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის. ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შესაბამისად, ჩვენც, პოლიტიკოსებს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები. სხვათა შორის, კონსტიტუციაში პირველი, რაც წერია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე, მესამე არის სხვა ყველაფერი. ყველაზე მთავარი არის ეს მიმართულება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ეკონომიკური გაძლიერებით, განვითარებით, განახლებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დავიბრუნოთ“,-განაცხადა კალაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს