ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი რეგიონული დანიშნულების ავიახომალდების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის ATR-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯერომ გაბორის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში კომპანიის ATR - ის რეგიონული დანიშნულების საჰაერო ხომალდების ოპერირებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე, ლევან ცხადაძე დაესწრო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"