ჩინეთში, ტაიფუნ „დოქსურის“ გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ფილიპინებსა და ტაივანში ნგრევის გამოწვევის შემდეგ, ტაიფუნმა „დოქსურმა" ჩინეთის დედაქალაქს გადაუარა.

სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ს ცნობით, პეკინში საცხოვრებელი სახლები მაღალი რისკის ზონებში მცხოვრებმა 31 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. კიდევ 20 000 მოქალაქის ევაკუაცია კი მეზობელი ჰებეის პროვინციის დედაქალაქიდან განხორციელდა.

ხელისუფლებამ დედაქალაქისა და მიმდებარე რაიონების მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობის, მეწყერისა და ღვარცოფის შესახებ გააფრთხილა.

ამ დროისთვის ჩინეთში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ შემცირებული ინტენსივობის მიუხედავად ტაიფუნ „დოქსურისგან" მოსალოდნელი საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ძლიერი ტაიფუნი „დოქსური“ რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. სტიქიური უბედურების გამო ტაივანში სკოლები დროებით დაიხურა და ავიარეისები გაუქმდა. „დოქსურმა“ ჩრდილოეთ ფილიპინების სანაპირო ზოლსაც გადაუარა და ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად