გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრებენ

პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) ივაჭრებენ.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, Traders’ Hub-ის კონსორციუმთან თანამშრომლობით, სტუდენტები ბრიტანული სასწავლო კურსის ფარგლებში, ნამდვილ დროში, უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებითა და პროფესიონალი ტრეიდერების ზედამხედველობით, მსოფლიოს ნომერ პირველ საფონდო ბირჟაზე ივაჭრებენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს GRUNI Trading Lab-ში დახვდებათ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამუშაო სივრცე, ბირჟაზე ვაჭრობის ლიცენზირებული სამუშაო პროგრამები, პროფესიონალ ტრეიდერთა გუნდი და სასწავლო-პრაქტიკულ პროცესზე მორგებული სპეციალური საუნივერსიტეტო კურსები, რომლის ანალოგი მხოლოდ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში თუ მოიძებნება.

„ახალგაზრდების დიდი ინტერესის გამო, შემოთავაზებული პროექტით სარგებლობა სტუდენტებთან ერთად, სპეციალური კურსების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეეძლებათ.

GRUNI Trading Lab-ს კი გამოცდილი ტრეიდერი, ტრეიდერთა ჰაბის დამფუძნებელი, 2023 წლის არაბული ტრეიდინგ ჩემპიონატის გამარჯვებული და ამავე მიმართულებით დიდ ბრიტანეთში სამუშაო და სასწავლო გამოცდილების მქონე სპეციალისტი - რატი ქირია, უხელმძღვანელებს.

გრუნი აგრძელებს სიახლეების დანერგვას და ახალი სასწავლო წლიდან კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს სტუდენტებსა და მოსწავლეებს.

Traders’ Hub-ი 2023 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორი კონსორციუმია“, - აღნიშნულია გრუნის ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება