გიგა ბოკერია - ვინც მოქალაქეებს ეუბნება, რუსეთი არ გავაღიზიანოთ და გადავრჩებითო, უსინდისოდ ატყუებს - ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ლაინერის შემოსვლისას პატრიოტი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გახდება აგრესიის მიზეზი?

ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ლაინერის შემოსვლისას პატრიოტი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გახდება [რუსეთის] აგრესიის მიზეზი? რა სისულელეა! - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „შუადღის სტუდია“ განაცხადა.

აღნიშნულით ის, იმ მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა, რომლებიც ბათუმის პორტში სოჭიდან წამოსულ საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდესს" დახვდნენ. ბოკერია პროტესტის მონაწილეებს მადლობას უხდის.

„ეს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბუნებრივი პროტესტია იმ სამარცხვინო ამბის მიმართ, რაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების, სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმის პასუხისმგებლობაა. პრობლემის მთავარი ამბავი ერთი გემი კი არ არის, ეს გამოვლინება და შედეგია იმ პოლიტიკისა, რასაც ეს რეჟიმი ატარებს, ამიტომ პროტესტი ბუნებრივია და მადლობა ეკუთვნის ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ეს პროტესტი გამოხატა. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარი ფოკუსი ქვეყნის შიგნით ხელისუფლების შეცვლაზე უნდა გვქონდეს. ეს ამბავი, რომ ჩვენთან მტრული სახელმწიფოს მოქალაქეები შემოდიან, არამხოლოდ ტურისტები, არამედ დიდი რაოდენობით მიგრანტებიც, რომლებმაც დისკომფორტს - რუსეთში სანქციებს, ან ჯარში გაწვევას თავი აარიდეს, შემოდიან თან იმ ნიშნით, რომ ისინი პუტინის ოპონენტები არ არიან, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს საზღვარზე ბლოკავენ, ამით ყველაზე უფრო ცუდი განაცხადი კეთდება ჩვენივე ხელისუფლების მხრიდან, რომ პუტინთან დაპირისპირებული პირების თავშესაფარი კი არ არის საქართველო, არამედ, პირიქით“, - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა ბათუმის პორტში მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს „უბრალოდ ქაჯობა“ იყო. ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს განცხადება „ღალატის გულის გულია“.

„კობახიძემ მარტო ქაჯობად კი არ შეაფასა ეს, მან თქვა, ასეთი ქმედებები, ასეთი ქაჯობა იყო 90-იანებში რუსეთის აგრესიის მიზეზიო, ეს ღალატის გულის გულია. ანუ მან სიტყვასიტყვით გაიმეორა „არგუმენტი“, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა და მისი მოკავშირეები დასავლეთში იყენებდნენ დასავლეთის რეაქციის გასანეიტრალებლად. რუსეთის ბოლომდე დაცვა შეუძლებელი იყო, გზავნილი იყო ასეთი - რუსეთი კი ცუდია, მაგრამ საქართველოს, უკრაინის და ყველა მსხვერპლის ბრალია, რომ გააღიზიანეს. ამ არგუმენტით ხდებოდა რეაქციის განეიტრალება... ყველა, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ეუბნება, [რუსეთი] არ გავაღიზიანოთ და გადავრჩებითო, ატყუებს უსინდისოდ. ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ ლაინერის შემოსვლისას პატრიოტი მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი გახდება მიზეზი აგრესიის? რა სისულელეა! ეს არის უბრალოდ, ჩვენი, ნორმალური ადამიანისთვის დამახასიათებელ შიშზე და ემოციაზე თამაში კვლავ, ამ რეჟიმის მხრიდან, რადგან ეს ყველაფერი დადის მათ მთავარ, ცრუ, მცდარ, მოღალატეობრივ არგუმენტამდე, რომ ჩვენ მშვიდობის გარანტი ვართ რუსეთთან, იმიტომ რომ სწორად ჩავწექით და ამით გადავრჩებით, ჩვენი ხელისუფლება თუ შეიცვლება, მაშინ იქნება ომი და სისხლის ღვრა, ეს არის მთავარი სიცრუე და აქ უნდა ვამხილოთ. სინამდვილეში, რასაც ეს რეჟიმი აკეთებს, სწორედაც, რომ საფრთხეს გვიზრდის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს