გიორგი ამილახვარი - აქტიურად გავაგრძელებთ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის, რაც მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, რომ გააგრძელონ სწავლა ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში

დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია ხალხთა შორის, კულტურული, მჭიდრო დაახლოება, მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.

მისი თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი პროგრამების შემუშავებისათვის ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის.

„სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპზე ღრმავდება განათლების და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობა. დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ კომუნიკეში ხაზგასმულია ხალხთა შორის, კულტურული, მჭიდრო დაახლოება, მათ შორის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობა. ქართული და ჩინური ენების სწავლების გაძლიერების მიმართულებით, როგორც საქართველოში, ისე ჩინეთში. ასევე, კვლევით ინსტიტუტებს შორის ერთობლივი კვლევების დაგეგმვა. ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ და დავიწყებთ მუშაობას ერთობლივი პროგრამების შემუშავებისათვის როგორც ქართულ, ასევე ჩინეთის უნივერსიტეტებს შორის, რაც ბუნებრივია, მეტ შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს, რომელთა რიგებშიც ჩინური ენით დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, რომ გააგრძელონ სწავლა ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ჩინეთის მხარესთან აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით