„უსაფრთხოების სკოლის" მეოთხე სეზონი დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, „უსაფრთხოების სკოლა“ მეოთხე სეზონი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ზაფხულის სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, შენგელი ფიცხელაურმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. მათ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატება უსურვეს.

„ზაფხულის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის 22 სტუდენტი შეირჩა.

პროექტი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, 2 კვირის განმავლობაში ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეებისა და სხვადასხვა გამოწვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღონ. ამასთანავე, ისინი შეისწავლიან საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირებას და თავის დაცვას, ასევე გაივლიან ფიზიკური მომზადების კურსს.

უსაფრთხოების სკოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროექტია. მისი იდეა ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და უსაფრთხოების საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებაა. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროექტის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, იუსტიციის სამინისტრო და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. უსაფრთხოების სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი მეოთხედ მასპინძლობს“,-აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება