ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 8 წლისთავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 8 წლისთავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი მიზნებისკენ სვლის პროცესში.

"უსაფრთხოების სამსახური მოკლე დროში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად; იგი ეფექტიანად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, ებრძვის ტერორიზმსა და კორუფციას, უმაღლეს დონეზე იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენი საქმიანობა ხშირად სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის რისკთან არის დაკავშირებული; დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას. უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი მიზნებისკენ სვლის პროცესში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისათვის თავდადებისა და ქვეყნის ერთგულებისათვის, კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ", - აღნიშნავს პრემიერი.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით