ალუდა ღუდუშაური - ევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით, რადიკალური ოპოზიციის ხელმოცარული წარმომადგენლები ამ პოზიტივშიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს

ევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით, რადიკალური ოპოზიციის ხელმოცარული წარმომადგენლები ამ პოზიტივშიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიცია არ მონაწილეობდა რეკომენდაციების შესრულებაში.

„ანგარიშში პოზიტიურადაა ის ნაბიჯები შეფასებული, რომელიც ჩვენ და ქვეყანამ გადავდგით და ამაში არის ძალიან წვლილი იმისა, რომ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ ვიმუშავეთ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პრობლემა სწორედ აქაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ხელმოცარული წარმომადგენლები ამ პოზიტივშიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს. დარწმუნებული ვარ, პოზიტიური ასპექტები რაც ანგარიშში არის გამოხატული, მათთვის არის კოვზის ნაცარში ჩავარდნის მკაფიო გამოხატულება. ხელმოცარული ოპოზიციის ქმედებები და განცხადებები აჩვენებს იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება