შალვა პაპუაშვილი - ISFED-ის დონორმა, USAID-მა მინიმუმ 3 კვირით ადრე იცოდა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები სწორი არ იყო და დღემდე არ მოგვისმენია განმარტება, რატომ უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას ამას

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებიდან 40-ე დღეს აღიარა ISFED-მა, რომ შედეგები, რომელიც მათ გამოაცხადეს, სწორი არ იყო და ეს აღიარება მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტი შეიკრიბა.

„ზუსტად პარლამენტის შეკრების დღეს, საღამოს აღიარა ISFED -მა თავის ე.წ. შეცდომა. ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, რომ როგორც აღმოჩნდა, ამ მომენტამდე მინიმუმ 3 კვირით ადრე ISFED -ის დონორმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია სწორი არ იყო და დღემდე არ მოგვისმენია განმარტება USAID-ის მხრიდან რატომ უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას, პარტნიორს - საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტს. მაშინ, როდესაც ქუჩაში იმართებოდა დემონსტრაციები სწორედ ამ კამპანიაზე დაფუძნებით. დღემდე ამაზე პასუხი არ არის და გაურბიან პასუხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, USAID-ის მხრიდანაც დაფიქსირდეს ამაზე პოზიცია, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, რომ მათ შეატყობინეს დონორს და, თუკი დონორმაც იცოდა, რატომ უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ვხედავდით, რომ ხმის პარალელური დათვლის (PVT) ეს ყალბი რიცხვები გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს