„ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრი - ქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა

ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "5 მილიონი ყველა სოფელს" დაპირებით მოსული "ქართული ოცნების" 11 - წლიანი მმართველობის შემდეგაც, მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშე იქნებოდა დარჩენილი , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრმა, გიგი გიგიტელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის 11 წლის თავზე, ქალაქებსა და სოფლებში კვლავ მთავარი პრობლემებია: გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა და სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უმძიმესი მდგომარეობაა ქალაქ თელავში, ასევე, სოფელ კურდღელაურსა და თელავის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში. პრობლემაა, ასევე, ზაფხულის ცხელ დღეებში სასმელი წყლის არარსებობაც.

მოვუწოდებ თელავის მუნიციპალიტეტს, მერიას და იქ დასაქმებულ არაფრის მკეთებელ თანამშრომლებს, გამოვიდნენ ხალხში, გაეცნონ პრობლემებს და იმუშაონ ამ პრობლემის მოგვარებაზე”,- განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება