აშშ-მა ისრაელს ნებართვა მისცა, საჰაერო თავდაცვის სისტემა ფინეთს მიჰყიდოს

შეერთებულმა შტატებმა ისრაელს ნება დართო, საჰაერო თავდაცვის სისტემა "დავითის შურდული" ფინეთს მიჰყიდოს, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემის შეძენა სურდა. ამას აშშ-ის თანხმობა სჭირდებოდა, რომელმაც აღნიშნული თავდაცვის სისტემა ისრაელთან ერთად შეიმუშავა. გარიგების ღირებულება დაახლოებით 316 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც ისრაელი „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემას სხვა ქვეყანას მიჰყიდის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?