„პროფესიული უნარების სააგენტო“ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

„პროფესიული უნარების სააგენტო“ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასთან დაკავშირებით საგრანტო კონკურსს აცხადებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „პროფესიული უნარების სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კონკურსი პროფესიული უნარების სააგენტოს პრიორიტეტებს უკავშირდება, რომ ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელების გააქტიურებასა და გაძლიერებას, მასწავლებელთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, ინოვაციური და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და გამრავალფეროვნებას.

„კონკურსის ფარგლებში ერთი საგრანტო პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს.

კონკურსის ფარგლებში განმცხადებელი არის პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელიც კონკრეტული მოდულის ფარგლებში ციფრული საგანმანათლებლო რესურსის შემუშავების მიზნით თანამშრომლობს ავტორთა ჯგუფთან;

კონკურსის ფარგლებში ავტორთა ჯგუფი ქმნის ციფრული საგანმანათლებლო რესურსის შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ ნაწილს. ავტორთა ჯგუფი უნდა შედგებოდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სხვადასხვა დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლებისაგან. თუ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას არ ახორციელებს სხვა დაწესებულება, დასაშვებია ავტორთა ჯგუფის წევრები ასწავლიდნენ ერთსა და იმავე დაწესებულებაში.

ციფრული საგანმანათლებლო რესურსი არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის ან მისი ნაწილის სწავლებისთვის მხარდამჭერი კომპონენტების ლოგიკური და ორგანიზებული ერთობლიობა. ციფრული საგანმანათლებლო რესურსი უნდა მოიცავდეს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა: საკითხავი მასალა, მულტიმედიური პროდუქტები (ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ანიმაცია, ფილმი, ილუსტრაციები, ფოტოები და სხვა), სადისკუსიო კითხვები, პრაქტიკული დავალება, ტესტი ან სხვა შეფასების ინსტრუმენტები და ა.შ.“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს, დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ და განცხადების ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo?fbid=277038401689665&set=a.147944761265697

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით