შალვა პაპუაშვილი - ფასდაუდებელია, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად

ფასდაუდებელია, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში წარედგინა, საიდანაც ნათლად ჩანს ის დიდი სამუშაო, რომელსაც ეს უწყება აწარმოებს.

,,შესაძლოა, ეს არ ჩანდეს ყოველდღიურად, თუმცა, თქვენი წარმატებული საქმიანობის მთავარი შედეგი და ინდიკატორი ჩვენს ქვეყანაში არსებული მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოა. ეს კი ეკონომიკური აღმავლობისა და ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში საქართველოს ჩართვის უმთავრესი ფუნდამენტია. ამის ერთ-ერთი მაგალითია, შუა დერეფნის საერთაშორისო პროექტი, რომლის დატვირთვის ზრდასთან ერთად, გაიზრდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის როლი და პასუხისმგებლობა, როგორც რეგიონის, ასევე, საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

დაახლოებით ერთი თვის წინ, პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიში წარედგინა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის დიდი სამუშაო, რომელსაც ეს უწყება წარმატებით ეწევა.

ასევე, მინდა აღვნიშნო უსაფრთხოების სამსახურის აქტიური ჩართულობა და წამყვანი როლი ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში და თქვენი განუზომელი წვლილი ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში.

უმნიშვნელოვანესია, სამსახურის კონტრ-ტერორისტული და კონტრ-სადაზვერვო მიმართულებები. სულ ახლახანს, ჩვენ ყველანი გავხდით სამსახურის მიერ რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად განხორციელებული სპეციალური ოპერაციის მოწმე, როდესაც სამსახურის თანამშრომლებმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" წევრები დააკავეს და ქვეყნის უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად გააძლიერეს.

უკვე არაერთი წელია, საქართველოს პარლამენტი რეგულარულად და ნაყოფიერად თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. მზად ვართ, გავაგრძელოთ აქტიური თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სასიკეთოდ.

მინდა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ.

ყველას გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეს. კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ქვეყნის წინაშე სამაგალითო სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენს მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება