მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

მოქალაქეები აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან და მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, მეუღლე და სამი შვილი ამ დრომდე კურორტ შოვის ტერიტორიაზეა და ვერ უკავშირდება.

„შოვის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომელიც სავარაუდოდ, წალეკილი აქვს მეწყერს. მეუღლე და სამი შვილი იყო იქ, ვერ ვუკავშირდები, მგონი მეწყერში მოყვნენ. მივმართავ ყველას, პილოტებს, მათ უფროსებს, ღამე ვერტმფრენი გამოყავით, რომ სამძებრო სამუშაოები დაიწყონ, გთხოვთ, ვერ გადაიტანენ ღამეს, ბავშვები არიან - ორი წლის, სამის და შვიდის, ნუთუ არ გეცოდებათ, მთელი ოჯახი მანდ არის, არ ვიცი, როგორ არიან“, - აცხადებს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ბავშვების მამა „ტვ პირველთან".

კიდევ ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში დარჩენილი არიან მისი ოჯახის წევრი ახლობლები - და, დეიდაშვილები, ბიძაშვილი და სამი ბავშვი, რომელთაც ამ დრომდე ვერ უკავშირდება.

მისივე ინფორმაციით, გარდა მისი ოჯახის წევრებისა, სტიქიის ზონაში რჩება 35 კაცი იუსტიციის სახლიდან, ამზომველების ჯგუფი. ასევე, პანსიონატ „მამისონში“ და კოტეჯებში მყოფი ადამიანები.

„მე როგორც ავყევი ვერტმფრენს და ვნახე, ყველაფერი არის გასწორებული. ერთხელ ამიყვანეს ვერტმფრენით და ვუთხარი, რომ ერთი სტრატეგიული ადგილია, სადაც შეიძლება ხალხი გაქცეულიყო, ჩამსავით, ვიცი, აქ ვარ გაზრდილი, ყველა ქვა და ხე ვიცი, ვუთხარი, რომ მე თვითონ წავალ, ვინმე გამომაყოლეთ, ჩემი ძალებითაც დაგეხმარებით, რომ ვიცოდე, სად იყვნენ დაახლოებით ბოლოს. არავინ არ მპასუხობს, შეიძლება ყველა ჩამარხულია, არავინ არ მპასუხობს...

სტიქიის ზონაში არიან 35 კაცი იუსტიციის სახლიდან, ამზომველების ჯგუფი, ამის გარდა დედა, ბებია და შვილიშვილი, არც ერთი არ გამოუყვანიათ, არც ერთი კონტაქტზე არ გამოდის, ლაფით არის სავსე მთელი შოვი და ვითხოვ, რომ სამაშველომ, რომელსაც აქვს ფანარი, ამიყვანონ, დამსვან ე.წ. რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მე თვითონ წავიდე და ვნახო...არავინ პასუხს არ მცემს და მეუბნებიან, რომ ბოდიში ვერტმფრენით ვერ აგიყვანთ, დაღამდა...", - აცხადებს მოქალაქე „მთავარ არხთან“.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით