თავდაცვის მინისტრი - რამდენიმე საათში დავიწყებთ ჯარის მობილიზებას, შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს - გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდებიც, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ

რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას. შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს, რომლითაც ჩამოვლენ, გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ონში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას.

„გადავწყვიტეთ, სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ ჩვენი გვარდიის დანაყოფები, ასეული, ასევე დასავლეთ მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ. იცით, რომ დღეს ჩვენი გამოწვევაა გაწმენდითი სამუშაოები, რა თქმა უნდა, ჯარიც ჩაერთვება. რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას. შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს, რომლითაც ჩამოვლენ, გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარიც ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართულ თათბირზე მიიღეს, რომლის შესახებაც მედიას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით