უკრაინის უსაფრთხოების სამსახური - რუსეთი ბელარუსში ტერორისტულ თავდასხმას და მასში უკრაინის დადანაშაულებას გეგმავს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსები ბელარუსში ტერორისტული თავდასხმის სახით პროვოკაციას­ გეგმავენ, რათა ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ საომარ მოქმედებებში ჩაითრიონ.

დაზვერვის ინფორმაციით, მოზირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ტერორისტული თავდასხმის სახით პროვოკაცია იგეგმება, რომელსაც ბელარუსში „ვაგნერელების“ საფარქვეშ გაგზავნილი რუსული სამხედრო და სპეცსამსახურების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ახორციელებს.

"რუსეთის ფედერაცია გეგმავს უკრაინის დადანაშაულებას, რათა კიდევ ერთხელ შეეცადოს მინსკის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში ჩათრევას", - აცხადებენ უწყებაში.

ბელარუსში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წყაროდან მიიღო. მათ შორის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის ჩვენებიდან, რომელიც უკრაინელმა დამცველებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით დაატყვევეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება