თემურ მღებრიშვილი - ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც  სტიქიის ზონიდან ცხედრებს გადმოასვენებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის შედეგად დაღუპულების გადმოსვენების შესახებ მედიასთან ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ეტაპზე ცოცხალი ძალით ცხედრების გადმოსვენება შეუძლებელია.

მისი თქმით, მოხდა ნაპოვნი ცხედრების ერთ ადგილზე განთავსება. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე წუთის წინ, ვერტმფრენი სტიქიის ეპიცენტრისკენ გაფრინდა და მოხდება ცხედრების პროზექტურაში გადასვენება.

„იცით თქვენ, რომ დილის საათებში 2 ცხედრის ამოსვენება და შემდეგ უკვე გადასვენება მოხდა ქუთაისის პროზექტურაში. არაერთხელ ითქვა უკვე, რომ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები.

ჩვენი მეხანძრე- მაშველების მიერ რამდენიმე ლოკაციაზე, დაახლოებით 200-300 კვ.მ რადიუსში იქნა ნანახი ცხედრები. იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია ცხედრების საფეხმავლოდ გამოსვენება, მოხდა ერთ ლოკაციაზე თავმოყრა. ამ წუთას შეფრინდა ვერტმფრენი, რომელიც მოახდენს ცხედრების გადმოსვენებას“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება