მიხეილ სარჯველაძე - დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ომის თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა - ხელიდან გაშვებულია შესაძლებლობები, რაც იმხანად საქართველოს ჰქონდა

დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ კი, ომის თავიდან აცილება ნამდვილად შეიძლებოდა, თუ პოლიტიკა ბევრად უფრო რაციონალური და ისეთი მიდგომებით დახუნძლული იქნებოდა, რაც ქვეყნის ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებდა - ამ შემთხვევაში მსგავსი აგრესიისა და მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის აზრით, „შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ ხელიდან გაშვებულია შესაძლებლობები, რაც იმხანად საქართველოს ჰქონდა და რაც ეხება როგორც ომის წინა, ასევე ომის შემდგომ პერიოდს".

„რა საკვირველია, შეიძლებოდა მუშაობა იმაზე, რომ დამანგრეველი აღარ ყოფილიყო ის ეფექტი, რაც აგვისტოს ომს ჰქონდა. ამავე დროს, ომის შემდეგ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ისეთი პროცესების წარმართვა შეიძლებოდა, რომ გაცილებით უფრო სხვაგვარი ყოფილიყო მსოფლიოს რეაქცია. რა საკვირველია, საუბარი შეიძლება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმხანად დაშვებულ შეცდომებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის პასიურობაზეც. რა თქმა უნდა, ეს პასიურობა საქართველოს ხელისუფლების მუშაობას უნდა გაენეიტრალებინა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ერთი სანქცია მაინც ყოფილიყო და ეს არ ყოფილიყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. მოღალატეობრივი იყო ისეთ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, სადაც საქართველო იყო დადანაშაულებული ომის დაწყებასა და სამხედრო დანაშაულში. ეს იყო ცუდი და მტრული საქციელი საქართველოს წინააღმდეგ. ვიღაცამ ნებსით და ვიღაცამ უნებლიედ, მაგრამ დაშვებული იყო შეცდომა და მოგვიანებით დიდი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ საქართველოს სტრასბურგსა და ჰააგაში გამარჯვებისთვის მიეღწია. ეს ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა რომ ყოფილიყო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო