გურამ მაჭარაშვილი - ამ მძიმე დღეებში დეზინფორმაცია არა მხოლოდ პიროვნებების წინააღმდეგ იყო აგორებული, არამედ, იმ ოჯახების, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს - ეს გარკვეული ტიპის რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს!

ამ მძიმე დღეებში დეზინფორმაცია არა მხოლოდ პიროვნებების წინააღმდეგ იყო აგორებული, არამედ, საზოგადოებისა და იმ ოჯახების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს - რა თქმა უნდა, ეს გარკვეული ტიპის რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს! - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა შემდეგი შინაარსის კითხვას: იგეგმება თუ არა დეზინფორმაციის კანონმდებლობის ფორმით შეჩერება.

როგორც მაჭარაშვილმა დასმული შეკითხვის პასუხად აღნიშნა, ამის თაობაზე მათ არაერთხელ ისაუბრეს და „პროცესი ნელ-ნელა, დინამიურად მოხდება“.

მან აქვე დასძინა, რომ „თავს შეიკავებს დეტალებისგან, თუ რა და როგორ მოხდეს“.

მაჭარაშვილის თქმით, ფეიკ-კამპანია და დეზინფორმაცია უკვე არა მხოლოდ პიროვნებების, არამედ, სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ არის მიმართული.

„მაშინ, როცა მთელი საქართველო იმ ადამიანების ჭირისუფალი გახდა, ვინც ამ ბუნებრივი მოვლენების დროს გარდაიცვალნენ, ჩვენ ორ ფრონტზე ბრძოლა გვიწევს - ერთია ადამიანების მოძებნა, მათი ახლობლების დახმარება და დამშვიდება, რაც მაქსიმალურად კეთდება და მეორეა, ის გაუგონარი დეზინფორმაცია, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი კადრულობს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ოჯახის სიმტკიცისა და კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა