ირაკლი კობახიძე - წლების განმავლობაში, კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ხაზარაძე, ვერ მოახერხა ანაკლიაში ინვესტიციების მოზიდვა, ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის, ვერც სამხრეთულის და ვერანაირი

ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი, ბუნებრივია, ღიაა - იმედი მაქვს, ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც დამთავრდება ანაკლიის პორტის წარმატებით მშენებლობით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი საფუძველი იყო თუ როგორ ჩაიგდონ ხელში, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა ანაკლიის პორტის მშენებლობა და შემდეგ მისი მართვა, მათ შორის ჩინური კომპანიების გამოყენებით”.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, კონსორციუმმა, რომელსაც „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა, წლების განმავლობაში, ანაკლიაში ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოახერხა და საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას მიესალმება.

„ჩვენთვის ინვესტიციები არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. თქვენ იცით, რომ წლების განმავლობაში კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ხაზარაძე, ვერ მოახერხა ანაკლიაში ინვესტიციების მოზიდვა, ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის, ვერც სამხრეთულის და ვერანაირი. ნუ, ეს არის, რა თქმა უნდა, მათი, ასე ვთქვათ, არაეფექტური საქმიანობის შედეგი. ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, ინვესტიციებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი არის, ბუნებრივია, ღია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. სწორედ ამისათვის ჩაწერა შესაბამისი ტექსტი საქართველოს კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს დღემდე რჩება, ბუნებრივია, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც დამთავრდება ანაკლიის პორტის წარმატებით მშენებლობით,“ - განაცხადა კობახიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში