სერგო ჩიხლაძე - თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ სამაშველო ვერტმფრენებს?! - ხელისუფლებისგან კეთდება არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები

თუ შოვის სტიქიის დროს ვერტმფრენების გამოყენება საჭირო არ იყო, მაშინ რატომ ვყიდულობთ საერთოდ სამაშველო ვერტმფრენებს?! - ხელისუფლების მხრიდან კეთდება არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ამ კონტექსტში ჩიხლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და როგორც აღნიშნა, საგამოძიებო კომისიას გამჭვირვალობის მეტი ატრიბუტი აქვს, გააჩნია მაღალი ლეგიტიმაცია და სანდოობა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პოზიციის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით პარლამენტში საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნება.

"არა თუ კითხვებზე პასუხების გაცემა, ლეგიტიმური კითხვების დასმაც კი აღიზიანებთ, რადგან მხოლოდ კითხვებიც კი აშიშვლებს მათ ბრალეულობას, რომ სათანადოდ მომზადებული არ იყვნენ, ადამიანებს დროული, ეფექტური დახმარება არ აღმოუჩინეს. გამოჩნდა, რომ სისტემის ყველა რგოლი ჩამოშლილია და ერთმანეთთან კოორდინაციაში არ იმყოფება.

ნებისმიერი გაიდლაინის მიხედვით, კრიტიკულია პირველი 5-8 საათი. როდესაც ღამის ხედვის საშუალებას პირველ ღამეს არ იყენებ, მეორე და მესამე ღამეს მის გამოყენებას რა ლოგიკა აქვს?! - თუ პირველ ღამეს მისი გამოყენების საჭიროება არ არის, მომდევნო ღამეს ადამიანების აღმოჩენის მეტი შანსია?! ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ გვქონდა ვერტმფრენები და არ გამოვიყენეთ, ვიღაც ამბობს, რომ მათ ჩამოყვანას ერთი წელი სჭირდება, ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არ გვყავს და საჭირო არც ყოფილა - ეს არის არა მხოლოდ არაკომპეტენტური, არამედ ადამიანობისგან შორს მდგომი განცხადებები", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა