გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ათობით უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ აღსასრულზე, განურჩევლად იმისა თუ რა ცილისმწამებლურ ხრიკებს მიმართავენ

მამუკა ხაზარაძის და თეა გოდოლაძის მიმართ აგორებული ცილისმწამებლური კამპანია ერთადერთ მიზანს ემსახურება - ეს არის შოვის საქმეზე პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მცდელობა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ აღსასრულზე, მიუხედავად იმისა თუ რა ცილისმწამებლურ ხრიკებს მიმართავენ.

„ლელო“ სწორედ ის ძალაა, რომელიც პირველივე დღიდან თანმიმდევრულად მიჰყვება შოვის საკითხს. დასაწყისშივე, ჩვენ მოვითხოვეთ საქმის გამოძიება, „ლელოს“ დეპუტატებმა კი აქტიურად დაიწყეს ყველა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენება. პარალელურად, „ლელომ" დღის წესრიგში დააყენა რიკოთის უსაფრთხოების შესწავლის საკითხიც, რასაც კორუფციაში ჩაძირული ხელისუფლება აპოკალიფსად აღიქვამს. სწორედ ამით არის განპირობებული დეზინფორმაციული კამპანია „ლელოს" თავმჯდომარის მისამართით.

რა თქმა უნდა, იგივე მოტივაციით წამოიწყეს კამპანია თეა გოდოლაძის მისამართითაც, ვინც წლებია უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს ჩვენი საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში. გოდოლაძე გახდა სამიზნე, რადგან ამხელს ხელისუფლების მკვლელ გულგრილობას. „ქართული ოცნება“ ვერ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ათობით უდანაშაულო ადამიანის ტრაგიკულ აღსასრულზე, განურჩევლად იმისა თუ რა ცილისმწამებლურ ხრიკებს მიმართავენ. ქართველი ხალხი ითხოვს პასუხს! სოლიდარობა თეა გოდოლაძეს! სიმართლე გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს!“- განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თეა გოდოლაძეს ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ამჟამად თეა გოდოლაძეს 2 000 -ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება