დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, - ამის შესახებ საპატრიარქოს

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ის ესაუბრა მონასტრის წინამძღვარს, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, ვინაიდან კლდე გამოფიტულია.

„ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღვარმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”,- აღნიშნავს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, მოქალაქეების ინფორმაციით, შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილი ჩამოიშალა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე