ანა დოლიძე - საპარლამენტო ოპოზიციამ შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციამ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას. აღნიშნულის შესახებ დოლიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

დოლიძის თქმით, ამ საკითხში ოპოზიციას სრული პასუხისმგებლობა მართებს.

„საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია მალე გაიხსნება. მისი მთავარი ამოცანაა, გადაწყვიტოს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ეს ის საკითხია, რაზეც ოპოზიციას სრული პასუხისმგებლობა მართებს და ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის პრიორიტეტი. იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიები გაითვალისწინებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა, უსაფრთხოდ იცხოვრონ და შოვის ტრაგედიიდან გრძელვადიანი გაკვეთილები გამოიტანონ. პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვისიც საჭიროა. ამ ყველაფერს სჭირდება საგამოძიებო კომისია. შესაბამისად, სექტემბერი სწორედ ის დროა, სადაც საპარლამენტო ოპოზიციამ ამისთვის უნდა იმოქმედოს“, - წერს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა