ანა ნაცვლიშვილი - „პარლამენტის უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ ბრძანებას სინამდვილეში უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“

“პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ ბრძანებას სინამდვილეში უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“, - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამის ბრძანებას გამოეხმაურა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, აღნიშნული ბრძანება სამარცხვინოა.

„ბატონო შალვა, მინდა მადლობა გითხრათ ამ საჩუქრისთვის - „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“. ამას სინამდვილეში უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“. მე არ ვიცი, რა პანიკური შიში გაქვთ, რომ ამ შენობაში, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ გეკუთვნით არც თქვენ, არც მე და არც რომელიმე ცალკეულ დეპუტატს, თუ პოლიტიკურ ძალას, ასე ძალიან გეშინიათ საქართველოს მოქალაქეების ხმა როგორმე არ ისმოდეს, უბრალოდ სამარცხვინოა“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრძანება - “პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“ ძალაში 18 სექტემბერს შევა.

ახალი ბრძანების მიხედვით, ვიზიტორის საშვის დაშვების უფლების მქონე პირი ვალდებული ხდება, საშვის დაშვებისას ვიზიტორის პარლამენტის სასახლეში შესვლის მიზანი მიუთითოს. ამავე ბრძანებით პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის ქცევის წესი რეგულირდება.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის