ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - შოვი არ მიეცემა დავიწყებას! - ის ადამიანები, რომლებიც თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ შეიწირა, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას, ვერ გადააგორებთ ამ საკითხს

შოვი არ მიეცემა დავიწყებას! ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა არა სტიქიურმა და ბუნებრივმა ძალებმა, არამედ თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას, ვერ გადააგორებთ ამ საკითხს, - ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შოვში მსხვერპლი ხელისუფლების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია.

„თქვენი ძალიან უღირსი და მიზანმიმართული მცდელობების მიუხედავად, რომ როგორმე ეს საკითხი მორიგ ჯერზე გადააგოროთ და მისცეთ დავიწყებას - შოვი არ მიეცემა დავიწყებას! ის ადამიანები, რომლებიც შეიწირა არა სტიქიურმა და ბუნებრივმა ძალებმა, არამედ, თქვენმა უპასუხისმგებლო და არაადამიანურმა პოლიტიკამ, არ მოგცემენ მოსვენების საშუალებას, ვერ გადააგორებთ ამ საკითხს. და თუ ვინმეს აინტერესებს ძალიან დიდი ხანია სამართლებრივი სტანდარტი დადგენილია ასეთ შემთხვევაში. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გაეცნოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც სწორედ სტიქიის და ბუნებრივი ძალების დროს სახელმწიფოს რა ევალება, რეაგირების ნაწილში რა ევალება და რა სტანდარტით მსჯელობს სასამართლო და სამართალი, ჩააგდო თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულება - აი, ამას გადახედეთ. ბუნებრივ ძალებზე ზღაპრებს ნუ გვიყვებით, ასეთ ზღაპრებს რუსეთის ხელისუფლება ჰყვებოდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და სასამართლომ მას აჩვენა წითელი ბარათი. ამიტომ ეგ ზღაპრები არის წინა საუკუნის.

ნუ მოგვიყვებით ზღაპრებს, თქვენი უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ამხელა მსხვერპლი, მათ შორის, ორი ადამიანი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაიღუპა. ეს საკითხი დღის წესრიგიდან ვერ ჩამოვა. თუ პასუხები არსებობს, იმ 45 კონკრეტულ კითხვას გაეცეს პასუხი აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ტრაგედიიდან პირველივე დღეებში გავგზავნე. ყველა ვადა გასულია და რამდენ კითხვაზეა გაცემული პასუხი 45-დან?! - არცერთზე. არ მინდა, აქ თქვენი პოლიტიკური პასუხები! დაავალეთ აღმასრულებელ უწყებებს კონკრეტულ კითხვებს გასცეს პასუხები შოვთან მიმართებაში, თუ პასუხები გაქვთ. დუმილი არის დანაშაულის დაფარვის ღია მცდელობა და არ გაგივათ ამ საკითხის გადაგორება. უსაფრთხოების პოლიტიკა ქვეყანას არ აქვს არც საგარეო თვალსაზრისით, არც საშინაო თვალსაზრისით და ამის მაგალითია ის სამარცხვინო საქმეები, მათ შორის, თბილისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა წარმომადგენლებს მოჯადოებულ წრეზე დაატარებს თქვენი „რეფორმირებული სასამართლო“ და არ აღირსა მათ სამართალი. აი, ეს არის სიმართლე და დიახ, ეს საკითხი არის პოლიტიკური, რადგან პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ადამიანის სიცოცხლის დაცვა. თქვენ რა გგონიათ პოლიტიკის ამოცანა ფულის კეთება? არა, სიცოცხლის დაცვაა პოლიტიკის ამოცანა და როცა სიცოცხლეს ვერ და არ იცავს სახელმწიფო - ეს პოლიტიკური საკითხია და ვერ გადაგორდება დღის წესრიგიდან“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილმა მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ რიკოთის უღელტეხილზე საერთაშორისო უსაფრთხოების აუდიტი ჩაატარონ.

„ამ ტრიბუნიდან მოგიწოდებთ ჩაატაროთ რიკოთზე მიმდინარე მშენებლობის საერთაშორისო უსაფრთხოების აუდიტი. თქვენი პასუხები, რომ ფინანსური აუდიტი ტარდება არ არის მისაღები, ჩვენ ვითხოვთ რიკოთის უსაფრთხოების აუდიტს!“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო