ვანო მაჭავარიანი - იმის იმედზე ყოფნა, რომ საქართველო მაინც მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დიდი შეცდომაა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისაც

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნით ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სეზონი დაიწყო.

გასაგებია, რომ არჩევნებამდე ერი წლით ადრე ხელისუფლებას და პოლიტიკურ ძალებს სხვადასხვა დღის წესრიგი და ამოცანები აქვთ. ეს რომ ასეა, პარლამენტში სესიის გახსნამაც დაადასტურა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს პარლამენტში ახალი პოლიტიკური სეზონის გახსნამ?

- სესიის გახსნას კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია, იმიტომ რომ ის დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში უნდა გვქონდეს, არც მმართველ გუნდს და არც ოპოზიციას არ გააჩნია. ვხედავთ, რომ ყველაფერი დინებაზეა მიშვებული, ეძებენ სკანდალურ საკითხებს, არადა დღის წესრიგი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და დაადგეს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას.

ამის ნაცვლად, ვხედავთ, რომ გვაქვს მუდმივი პრობლემები, გაუგებრობები, რასაც ამას პერიოდულად ემატება „ქართული ოცნების“ იმ ტიპის საკითხები, რომელიც შიდა პოლიტიკას უკავშირდება. სწორედ ამას ემსახურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხზე დაწყებული კამპანია.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ხელისუფლება მზადა, ამ პროცესის ჩაგდება გადააბრალოს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, ან თუნდაც საქართველოს პრეზიდენტს.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ხელისუფლება მზადა, ამ პროცესის ჩაგდება გადააბრალოს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს, ან თუნდაც საქართველოს პრეზიდენტს

არადა, ხელისუფლების ამგვარი ნაბიჯები წინააღმდეგობაში მოდის იმ გზასთან, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაიარა.

- ვნახეთ, რომ ხელისუფლებას არ სურს ისაუბროს შოვის ტრაგედიაზე, ბევრმა ჩათვალა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემის წამოწევა ხელისუფლების დღის წესრიგის ნაწილია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს სახელმწიფოს ინტერესებთან და შიდა პოლიტიკური თამაშების ნაწილია.

ამის ფონზე მმართველი გუნდის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომ „ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საჭიროებებს სწორად შეაფასებს და აღარ დაუტოვებს სივრცეს არავის სპეკულაციებისთვის“.

თავად ასეთ განცხადებას არაფერი დაეწუნება, მაგრამ გაურკვეველი რჩება, ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობა რაში მდგომარეობს.

იმ პროცესების ფონზე, რაც ქვეყნის ევროკავშირის პერსპექტივას უკავშირდება, ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი განცხადებები როგორ შეიძლება აღვიქვათ?

- ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროპული პერსპექტივასთან დაკავშირებულ პროცესში არ მონაწილეობს. გვახსოვს ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, სადაც მან თქვა, რომ ხელისუფლებამ დაასრულა ევროპულ 12 პუნქტზე მუშაობა. არადა ევროკავშირის გზავნილი იყო ცალსახა, საქართველოს 12 პუნქტიდან შესრულებული აქვს მხოლოდ 3 რეკომენდაცია. დანარჩენი რეკომენდაციების შესრულებასთან არის პრობლემები.

ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელებისთვის საქართველოსთვის მხარდაჭერა პრობლემური იქნება, რადგან ევროპული ბიუროკრატია რეკომენდაციების შესრულების საკითხებში ძალიან მომთხოვნია. ევროკავშირში ჩვენი პარტნიორები ხვდებიან იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ვირეშმაკობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა. ისინი ხედავდნენ, რომ ამ საკითხებში „ქართულ ოცნებას“ არანაირი მზაობა არ აქვთ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები.

ევროკავშირში ჩვენი პარტნიორები ხვდებიან იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ვირეშმაკობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა. ისინი ხედავდნენ, რომ ამ საკითხებში „ქართულ ოცნებას“ არანაირი მზაობა არ აქვთ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები

ისინი ახლა საუბრობენ იმაზე, რომ უკრაინა, მოლდოვა საქართველოს ტრიოში, მოლდოვა გახდა ლიდერი ქვეყანა იმიტომ, რომ მოლდოვის ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ქართული ხელისუფლებისგან განსხვავებით ეძებს და იძებს მეგობრებს ევროკავშირის ქვეყნებში. ამიტომ არის მის მიმართ ნდობა, მათ შორის არსებობს სტრატეგიულ ხედვებში თანხვედრა.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროკავშირის პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანასთან არ აქვს კარგი და მყარი ურთიერთობები, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის პრეზიდენტს, ევროკომისარს. ერთადერთი ვისთანაც ჩვენს ხელისუფლებას დალაგებული აქვს ურთიერთობები არის უნგრეთის პრემიერი ორბანი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში დაბალი რეპუტაციული ნდობით სარგებლობს.

არადა, ეს ხდება ვითარებაში, როცა წლის ბოლომდე აქტუალურია მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ასეთ ფონზე გვახსოვს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები - „თუ არ მოგვცემენ სტატუსს, თავისთვის დაიტოვონ“, „მათი სტატუსი საერთოდ არავის არ სჭირდება“.

ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას. იმის იმედზე ყოფნა, რომ საქართველო მაინც მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დიდი შეცდომაა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისაც.

ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება შესაძლოა, ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას. იმის იმედზე ყოფნა, რომ საქართველო მაინც მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, დიდი შეცდომაა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისაც.

ოპოზიციამ ვერ შეძლო გადაელახა და აჰყოლოდა ხელისუფლების დღის წესრიგს. ოპოზიციამ ვერ შეძლო ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ვერ შეძლო დამოუკიდებელი დღის წესრიგის შექმნა. ვიმეორებ, თუ ქვეყანა ევროპულ სტატუსს ვერ მიიღებს, ხელისუფლება მომხდარს ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს დააბრალებს და ამით შეეძლება თავის გამართლებას.

- თუ სწორად გავიგე, თქვენც თვლით, რომ მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა შიდა მოხმარებისთვის წამოიწყო?

- გასაგებია, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა პოლიტიკური თამაშისა და თავის ამომრჩეველთან ურთიერთობის პიარის ნაწილია, ასევე რუსეთთან ურთიერთობის ნაწილია, რომელთანაც ურთიერთობას ხელისუფლება უარყოფს.

ყველა ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს რუსეთის ქებას იმსახურებს. გვახსოვს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება კარგია, მაგრამ „პრეზიდენტი ეწინააღმდეგება საღ აზრს რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების პრაგმატულ მიდგომას“.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულია იმის ფონზე, რომ პრეზიდენტი ცდილობს ევროპულ ტურნეში საქართველომ მოიპოვოს ევროპული ქვეყნების მხარდაჭერა ისეთ საკითხში, როგორიცაა ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება.

ამ ტურის განხორციელებაში რომ მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა, საკმაოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე. მე არ მჯერა, რომ პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტის იყენებს იმისთვის, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს ევროპული სტატუსი არ მიიღოს.

პრეზიდენტთან მუშაობისა და საელჩოში მუშაობის გამოცდილებიდან ვიცი, რომ თუ ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, მთავრობას აქვს შესაძლებლობა თავად იცოდეს რა ხდება პრეზიდენტის შეხვედრებზე ქვეყნის გარეთ, რადგან ამ შეხვედრებს ელჩები, ან მისი წარმომადგენლები ესწრებიან.

პრეზიდენტთან მუშაობისა და საელჩოში მუშაობის გამოცდილებიდან ვიცი, რომ თუ ოფიციალური ვიზიტი ხორციელდება, მთავრობას აქვს შესაძლებლობა თავად იცოდეს რა ხდება პრეზიდენტის შეხვედრებზე ქვეყნის გარეთ, რადგან ამ შეხვედრებს ელჩები, ან მისი წარმომადგენლები ესწრებიან

ასეთ შეხვედრებზე კეთდება საუბრის ჩაწერა, თუ მართლა ვინმეს ეპარებოდა ეჭვი რაზე ისაუბრებდა პრეზიდენტი მიმღებ ქვეყნებში, ასეთ შეხვედრებს ესწრებიან ელჩები. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე არ საუბრობს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ მინიჭებაზე. პირიქით, იგი ამ თემების ადვოკატირებას ეწევა.

ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად იყოს პრორუსული, და არა პროევროპული. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლის დამკვიდრებას ცდილობს ხელისუფლება ქართულ პოლიტიკაში

ცხადია, რომ ხელისუფლება ქვეყანას მუდმივად აყენებს თავისი პარტიული ინტერესებში. ეს ხდება არჩევნებისთვის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სრულ მობილიზაციაში მუდმივად ყოფნისთვის. ამით ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად იყოს პრორუსული, და არა პროევროპული. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლის დამკვიდრებას ცდილობს ხელისუფლება ქართულ პოლიტიკაში.

- რადგან შიდა პოლიტიკის თემების უმრავლესობა საგარეო საკითხებს უკავშირდება, საგარეო პოლიტიკის თემით უნდა გავაგრძელოთ საუბარი.

დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებია მომხდარი. ხელისუფლებას ურჩევნია ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე ისაუბროს და იმაზე, რომ „ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას ერთი დღის წესრიგი აქვთ, მათ ერთი საერთო პატრონი ჰყავთ - „გლობალური ომის პარტია“.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „თუ პრეზიდენტმა სააკაშვილი -7-8 თვეში შეიწყალა, ეს ნიშნი იქნება იმისა, რომ ზურაბიშვილის საკუთარ სკამზე უფრო ფიქრობს, ვიდრე სახელმწიფოზე“.

ამერიკული ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილი ახლა თბილისში კონფერენციაზე იმყოფება, მაგრამ ამ კონფერენციაზე ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი იმ მოტივით არ მისულა, რომ ისინი ოპოზიციასთან ერთად რევოლუციას ამზადებენ.

თუ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები მომხდარია, როგორ აღიქვამენ ამას ჩვენი პარტნიორები ევროპაში, ანაც ვაშინგტონში?

- ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა გაუგებარია ყველა ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორისთვის. კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღებასაც რომ თავი დავანებოთ, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორი პირადი ურთიერთობა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ევროპული ქვეყნების ლიდერებთან.

გარდა ამისა, ფაქტია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მუდმივად გვახსენებენ იმას, თუ საქართველოს უნდა იყოს ევროპის ნაწილი, საქართველოს პოზიცია რუსეთთან და უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო უნდა იყოს.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ნიშნავს ქვეყნის ევროპულ გზაზე სიარულს. რაც გულისხმობს ევროპული პროგრამების მიღებას, რაც ბუნებრივად მიიყვანს ქვეყანას ევროკავშირამდე. ბალტიის ქვეყნებმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ეს გზა გაიარეს და ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდებოდნენ ძალიან ბევრი ბენეფიტი მიიღეს.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ნიშნავს ქვეყნის ევროპულ გზაზე სიარულს. რაც გულისხმობს ევროპული პროგრამების მიღებას, რაც ბუნებრივად მიიყვანს ქვეყანას ევროკავშირამდე. ბალტიის ქვეყნებმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ეს გზა გაიარეს და ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდებოდნენ ძალიან ბევრი ბენეფიტი მიიღეს

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკასთან იყოს თანხვედრაში.

ჩვენი ხელისუფლება არ საუბრობს, როგორ უნდა გამოვიდეს რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენიდან, ამ თემაზე არც ევროპელ ლიდერებს ესაუბრება არც ღიად და არც დახურულ კარს მიღმა.

რეალურად, ამ მიმართულებით ჩვენი დიპლომატია არ მუშაობენ. საგარეო უწყებას დეკლარირებული კი აქვს რომ უნდა ევროპა, მაგრამ, არ საუბრობს იმაზე, რომ 12-ვე ევროპული რეკომენდაცია შესრულებულია. არადა, მათი შესრულება სტატუსის მისაღების წინაპირობაა.

მათი შეუსრულებლობა თავისთავად იწვევს კითხვებს ჩვენს პარტნიორებში. თუ ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღო, საქართველოში გაიზრდება რუსული გავლენა, არადა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს.

თუ ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღო, საქართველოში გაიზრდება რუსული გავლენა, არადა, საქართველოს ევროპული პერსპექტივის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს

ამიტომ, ან საქართველო ყველაფერს აკეთებს რომ ევროპული ქვეყნის სტატუსი მიიღოს, ან ავტომატურად ხდება რუსული გავლენის ქვეშ. რაზეც ჩვენი ბევრი პარტნიორი კონფერენციაზე თუ კიდევ სხვა ფორმატებში მიგვანიშნებენ, რომ არ ემეტებათ საქართველო რუსული სივრცისთვის, არ ემეტებათ საქართველოს მოსახლეობა, რომელმაც ბოლო 30 წელი სერიოზულ ბრძოლებში გაატარა როგორც დემოკრატიისთვის, ისე საკუთარი თავის დასაცავად პარტნიორებთან ერთად. ამერიკელები და ევროპელები მაქსიმალურად ცდილობენ მისცენ ხელისუფლებას დრო იმისთვის, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს არჩეულ დასავლურ გზას.

ამერიკელები და ევროპელები მაქსიმალურად ცდილობენ მისცენ ხელისუფლებას დრო იმისთვის, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს არჩეულ დასავლურ გზას ? ? ?

რა თქმა უნდა, ეს ნაწილია გეოპოლიტიკური ჭიდილის. საბედნიეროდ, ამერიკის და ევროპის ინტერესები საქართველოში ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრაშია. ისინი თვლიან, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს რესურსი არ გადაუხვიოს არჩეულ საგარეო პოლიტიკას.

ჩვენ დავინახეთ, რომ მოკლევადიანად რუსულ ეკონომიკაზე მიბმა მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ გრძელვადიანად თუ ქვეყანა მიბმული აღმოჩნდა რუსულ ეკონომიკაზე, იგი განწირული აღმოჩნდება სერიოზული პრობლემებისთვის.

- ოპოზიციის თემას უნდა შევეხოთ. იმ მოვლენების ფონზე, რაც ქვეყანამ ამ ცხელ ზაფხულში გაიარა, მხედველობაში მაქვს შოვის ტრაგედია, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაკეთებული ერთობლივი განცხადება, იყო მოლოდინი, რომ ოპოზიცია პარლამენტში ახალ პოლიტიკურ სეზონს უფრო ენერგიულად დაიწყებდა.

დავინახეთ, რომ ოპოზიცია იძულებულია აყვეს ხელისუფლების დღის წესრიგს, რადგან ვერ ქმნის თავის დღის წესრიგს.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ოპოზიცია რომელიც ხელისუფლებასთან შედარებით თავს უფრო გონიერად, რაციონალურად და პასუხისმგებლობიანად მიიჩნევს, რატომ არ ჩანს ოპოზიციის იმ დოზითა და ხარისხით აქტიურობა, რასაც შექმნილი ვითარება და მისგან ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყება მოითხოვს?

- დღევანდელი ოპოზიცია არის დაქსაქსული. ოპოზიციამ ხელისუფლებისგან განსხვავებული დღის წესრიგი ვერ შექმნა, ამიტომაა მათ მიმართ საზოგადოებაში დაბალი მხარდაჭერა. ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს იყოს მუდმივად გადაბრალების რეჟიმში.

ოპოზიციამ ხელისუფლებისგან განსხვავებული დღის წესრიგი ვერ შექმნა, ამიტომაა მათ მიმართ საზოგადოებაში დაბალი მხარდაჭერა. ასეთ ვითარებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს იყოს მუდმივად გადაბრალების რეჟიმში

როგორც ჩანს, ოპოზიციაში სისტემური პრობლემაა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, პიროვნულიც, რადგან დამაჯერებლად არ გამოიყურება ოპოზიციური ლიდერების რიტორიკა. ამის გამო ჯერჯერობით არ იზრდება ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რიცხვი კლებულობს. უფრო მეტად იზრდება უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა, რომელსაც არც დღევანდელი ხელისუფლება მოსწონს და არც დღევანდელი კომპოზიციით და ფორმით არსებული ოპოზიცია.

ეს არის ის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროს ოპოზიციამ. პრობლემებია პიროვნებებში, მათ რეპუტაციაში, ქმედებებში. და მთავარი - განსხვავებას „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ვერავინ პოულობს, როცა საქმე შეეხება ქვეყნის ევროპულ არჩევანს.

გასაგებია რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, არიან გულანთებულები, განსხვავებულები, მაგრამ, ვერც ქვეყნის გარეთ და ვერც ქვეყნის შიგნით ქართულმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება, როგორც სანდო პოლიტიკურმა ძალამ.

როგორც ჩანს, ოპოზიციაში სისტემური პრობლემაა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, პიროვნულიც, რადგან დამაჯერებლად არ გამოიყურება ოპოზიციური ლიდერების რიტორიკა. ამის გამო ჯერჯერობით არ იზრდება ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რიცხვი კლებულობს. უფრო მეტად იზრდება უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა, რომელსაც არც დღევანდელი ხელისუფლება მოსწონს და არც დღევანდელი კომპოზიციით და ფორმით არსებული ოპოზიცია

ოპოზიციას იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ შეცდომას დაუშვებს და თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში რამე გაუგებრობა მოხდა, იმის გამო, რომ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ოპოზიციაა, ქართველ ხალხს არჩევანი აღარ ექნება და ამით ისარგებლებს.

ჩემი აზრით, ეს არასწორი პოლიტიკური სტრატეგიაა, ამას ვამბობ, ეს მოეწონება ოპოზიციას თუ არა. ამგვარი მიდგომა ჩვენ ვნახეთ 2016 წლის არჩევნებზე, შემდეგ 2020 წლის არჩევნებზე. არ მინდა რომ ჩვენ იგივე ვნახოთ 2024-ში.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა