ირაკლი ღარიბაშვილი - ბატონ ბორელს გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური

ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს, ჩვენი ხელისუფლების პოზიცია გადავეცი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, „ყველამ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს, რადგან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული და პოლიტიკური გადაწყვეტილება“.

„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას. მე მას გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ, არც ერთი ქვეყანა და არც ერთი მთავრობა არაა იდეალური. ეს მუდმივი პროცესია და მუდმივი ჩართულობაა საჭირო. 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, ასევე პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც, ყველამ ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვას, რომ საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეცეს. ვინაიდან, ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება