სერგო ჩიხლაძე - რუსეთთან მიმართებით „ქართული ოცნება“, ღარიბაშვილი და ივანიშვილი ფრიადოსნები არიან, მაგრამ ევროკავშირთან მიმართებით - ოროსნები

რუსეთთან მიმართებით „ქართული ოცნება“, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, არიან ფრიადოსნები იმიტომ, რომ წარმატებით ასრულებენ რუსულ, კრემლის დავალებებს. მაგრამ ევროკავშირთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არიან ოროსნები იმიტომ, რომ მათ არ სურთ არაფრის განხორციელება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ მმართველი ძალა, ჯოზეფ ბორელის მოწოდების მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ 100 ხმას იმპიჩმენტისთვის ვერ მოაგროვებს, ამ პროცესს მაინც განაგრძობს, არის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის მიზანმიმართული საბოტაჟი.

„დარწმუნებული ვარ, უახლოეს ერთ-ორ თვეში ისინი მსგავს ანტიევროპულ გარკვეულ ქმედებებს კიდევ განახორციელებენ. არ მგონია, რომ შეისმინონ ბორელის პირდაპირი მოწოდება, მას მაშინვე გასცა პასუხი პრემიერმა და ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ, რომ შემდეგ კვირაში პროცესს გააგრძელებენ ორი მიზეზის გამო - ერთი, თავად ბატონმა ბორელმა დაუსვა დიაგნოზი, რომ ოროსანი მოსწავლეები არიან, რომლებიც არაფერს აკეთებენ გამოცდის ჩასაბარებლად, მაგრამ, მერე მხრივ, მე ვიტყოდი, რომ ისინი არიან წარჩინებული მოსწავლეები, ასრულებენ რა წარჩინებით რუსულ დავალებებს. რუსეთთან მიმართებით „ქართული ოცნება“, ღარიბაშვილი, ივანიშვილი, არიან ფრიადოსნები, იმიტომ, რომ წარმატებით ასრულებენ რუსულ, კრემლის, დავალებებს. მაგრამ ევროკავშირთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არიან ოროსნები, იმიტომ, რომ მათ არ სურთ არაფრის განხორციელება, პირიქით, მათ სურთ პროცესის ჩაგდება“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა აღიაროს საქართველოს მთავარ პრობლემად ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება იმის დაჯერება შესაძლებელი, რომ მან მართლაც გადაიაზრა პროცესები.

„ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ქალბატონი ზურაბიშვილის კონკრეტული ქმედებები. როდესაც ის სწორ განცხადებებს აკეთებს, ეს არის სწორი, როდესაც სწორ ქმედებას ახორციელებს, ეს არის სწორი. რა თქმა უნდა, ჩვენ, ოპოზიცია, არ შევუწყობთ ხელს „ქართული ოცნების“ დამაზიანებელ ქმედებებს, იქნება ეს იმპიჩმენტი თუ სხვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებით. არავის დავიწყებია 2018 წლის არჩევნები - როგორ დასვეს ის პრეზიდენტად, არავის დავიწყებია მისი პოზიციები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ეს კითხვები რომ გაქრეს, რა თქმა უნდა, ქალბატონმა ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რა არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა, რომ ეს არის ივანიშვილი და ოლიგარქიული მმართველობა, რაც ყველამ იცის, მაგრამ მას ჯერ არასდროს უთქვამს. ამის შემდეგ შეგვიძლია დავიჯეროთ, რომ მან მართლა გადაიაზრა პროცესები და მართლა პრინციპულ პოზიციაზე დადგა ივანიშვილთან მიმართებით. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან გადახედოს თავის დამოკიდებულებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო