სალომე სამადაშვილი - ერთ-ერთი „ლეიტენანტის“ დასანქცირებით აშშ-მ ნათელი გზავნილი მისცა ივანიშვილს, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება იმუნიტეტი, რადგან რაიმე ოფიციალურ პოზიციას არ იკავებს

ვფიქრობ, აშშ-მ იმ გადაწყვეტილებით, რომ დაასანქციროს ივანიშვილის ერთ-ერთი „ლეიტენანტი“, ძალიან ნათელი გზავნილი მისცა ივანიშვილს, პირველ რიგში, იმის თაობაზე, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ ექნება იმუნიტეტი იმიტომ, რომ ის რაიმე ოფიციალურ პოზიციას არ იკავებს ჩვენ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა აშშ-ს მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე.

სამადაშვილის თქმით, სტრატეგიულმა მოკავშირეებმა რეალურად ძალიან კარგად იციან, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და რა გავლენას ახდენს პროცესებზე.

მისივე თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელია, ამ გადაწყვეტილებით (აშშ) მოუახლოვდა ბიძინა ივანიშვილს და მის შიდა წრეს.

„ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს შემდეგს, რასაც ჩვენ ვამბობთ მრავალი თვეა, რომ საქართველოს, ჩვენი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გამოყენება ხდება რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდების მიზნით. ამას არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება და ეს დადასტურდა. ბიძინა ივანიშვილის „კლანის” ერთ-ერთი წევრი პირდაპირ ბრალდებულია აშშ-ს მხრიდან რუსეთის შეიარაღების ხელშეწყობაში. ჩვენ მრავალი წელიწადია ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში შეუფერხებლად აძლიერებდეს გავლენას რუსეთი. ესეც კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ სანქცირების მიღების გადაწყვეტილებით. მე მაინტერესებს, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჩვენ ქვეყანაში, მაინტერესებს დღესვე დაიწყება, თუ არა გამოძიება მაგალითად, ფარცხალაძის საქმიანობასთან მიმართებაში. ჯერჯერობით მოვისმინეთ მხოლოდ ის, რომ თურმე 10 წელია ფარცხალაძე ოფიციალურ პოზიციას ჩვენ ქვეყანაში არ იკავებს, რაც საზოგადოების დაცინვაა. ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყანა არაფორმალური გავლენების გზით იმართება და ფარცხალაძე ამ სისტემის ნაწილია”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს. მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს, რომლის წინააღმდეგაც სანქციები დააწესა, ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო