შალვა პაპუაშვილი - საქართველო და უნგრეთი 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს

ჩემთვის დიდი პატივია უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ლასლო კოვერის მასპინძლობა და ჩემი კოლეგისთვის ქართული სტუმართმოყვარეობის, ისტორიის, კულტურის გაცნობა - ჩვენი სახელმწიფოები 2022 წლიდან სარგებლობენ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატით, რაც ხაზს უსვამს პოლიტიკურ დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განსაკუთრებულ სიახლოვეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ლასლო კოვერისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისკენ, ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოს ასეთი პარტნიორობა და თანადგომა საქართველოსთვის განსაკუთრებით დასაფასებელია.

„ამ კონტექსტში ჩვენი მიზანია აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობის შევსება, გაძლიერება და გამდიდრება საპარლამენტო მიმართულებით. შეხვედრაზე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით და ვაფასებთ უნგრული მხარის უმაღლესი დონის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მკაფიოდ და უპირობოდ უჭერს მხარს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი სამშობლოს ევროპულ მომავალს ყველაზე მეტად სჭირდება. ეს არის ის, რის მოსმენას სხვა სახელმწიფოებისგანაც ველით და ვისურვებდით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა და აღნიშნეს ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი.

„რა თქმა უნდა, განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროგრესი. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა წევრი ქვეყნის, მათ შორის, უნგრეთის გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე. მზად ვართ, საქმიანი და არსებითი დიალოგისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგას ჩამობრძანებისთვის. დიდი ენერგიით და მონდომებით გავაგრძელებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის