გია ხუხაშვილი - არ გამოვრიცხავ,  ფარცხალაძის საქმეზე აშშ-მ ქართულ მხარეს ყველა მტკიცებულება არ წარუდგინოს, რადგან მოუწევს საკუთარი აგენტურის გაშიფვრა რუსეთსა და საქართველოში - მათ რომ ეს გააკეთონ, ქართული სპეცსამსახურების ნდობა უნდა ჰქონდეთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, ახალი პოლიტიკური სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ, ფაქტია, რომ მისი დაწყებისთანავე ბევრი აქტუალური თემა გაჩნდა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ყველა აქტუალური თემაა, მაგრამ, მოდით საუბარი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხით დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ბორელთან შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ამ თემაზე თქვა, რომ „იმპიჩმენტი ფორმალური პროცედურაა“, ვნახეთ, რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თემაზე სარჩელი შეიტანა.

გარდა ამისა, პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერთა სიის დაზუსტებაც მოხდა. რაზეც არ უნდა იყოს საუბარი მმართველი გუნდის სარჩელში, ცხადია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. უმრავლესობის ლიდერმა მდინარაძე განაცხადა - „ვინც იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის თანამზრახველია“.

რისი დემონსტრირება სურს მმართველ გუნდს პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურით და სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ეს პროცესი?

- მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები აქვს.

რაც შეეხება მოკლევადიან მიზანს. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ხელისუფლებისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მხოლოდ ზიანის მომტანია. ერთადერთი რაც რჩება, ხელისუფლება ცდილობს მოსკოვთან შეიქმნან გარკვეული ალიბი. თუ დიდ სურათს შევხედავთ, ასეთი განცდა, რჩება.

მხედველობაში მაქვს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებები. ვხედავთ, რომ ხელისუფლება მუდმივად ახდებს რუსეთის ხელისუფლებასთან ლოიალობის დემონსტრირებას. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას მაინცადამაინც გარანტიები აქვს გაცემული. ხელისუფლება რუსეთთან ამგვარ პოლიტიკას არგაღიზიანების პოლიტიკას ეძახის. მე ცოტა სხვანაირად მეჩვენება თუნდაც არგაღიზიანების ფარგლებში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებით ხელისუფლება პუტინს ელაპარაკება, აქაოდა, პრეზიდენტის პროდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლება არაფერ შუაში და იმპიჩმენტზეც კი მიდის

სალომე ზურაბიშვილი უფრო მკაფიო საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების მიერ კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გატარებულ პოლიტიკასთან, ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლებას ყველანაირად უმტკიცებს, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან, პრეზიდენტი კონტროლს აღარ ექვემდებარება და აღმასრულებელი ხელისუფლება არანაირ ორმაგ თამაშს არ თამაშობს.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყებით ხელისუფლება პუტინს ელაპარაკება, აქაოდა, პრეზიდენტის პროდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლება არაფერ შუაში და იმპიჩმენტზეც კი მიდის.

- საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. თან ეს ხდება იმის ფონზე, რომ ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

ამ თემაზე ხელისუფლების პოზიცია ასე გამოიყურება - თუ მოგვცემენ, მოგვცენ, თუ არადა, ჩვენ ამაზე არ ვიდარდებთ. თუ ევრო პერსპექტივის თემას შევეხებით, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას უკავშირდება?

- ფაქტია, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. შეუძლებელია, რომ ხელისუფლებას ეს არ ესმოდეს, მაგრამ, იგი ამაზე მიდის.

არაა გამორიცხული, პრეზიდენტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით ხელისუფლება ცდილობს ევროპამ თქვას უარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. თუ ასე მოხდა, ხელისუფლება შემდეგ ამაზე ააგებს კონტრპროპაგანდას. დასავლეთი ცუდია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან კარგები და მართლები ვართ.

არაა გამორიცხული, პრეზიდენტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებით ხელისუფლება ცდილობს ევროპამ თქვას უარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. თუ ასე მოხდა, ხელისუფლება შემდეგ ამაზე ააგებს კონტრპროპაგანდას. დასავლეთი ცუდია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან კარგები და მართლები ვართ

შეიძლება, ეს იყოს მათი ქმედების სტილის გაგრძელება. მხედველობაში მაქვს ის, რომ მოსკოვს ტკბილად ელაპარაკებიან, ხოლო დასავლეთს ფეხებს უბაკუნებენ და ვაჟკაცობანას თამაშობენ. ამგვარი ქცევა, მათი უგუნურების გამოხატულებაა

- აშშ-ს საქართველოს ექს-პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.

ამ თემაზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ ფარცხალაძეს - „რუსეთის ფედერალური სამსახური ( ეფესბე) იყენებდა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად“. ხელისუფლება ამბობს, რომ გამოძიება დაწყებულია.

რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თემაზე ხელისუფლების განცხადებები და ბუნდოვანი რეაქცია?

- ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სანქციის დაწესების სამოტივაციო ნაწილში დაერთო ძალიან მძიმე ბრალდება. გამოდის, რომ აშშ ფარცხალაძეს ადანაშაულებს ქართული სახელმწიფოს ღალატში. ფეესბესთან თანამშრომლობა, ფაქტობრივად ნიშნავს ღალატს.

ასეთ შემთხვევაში ცივილიზებული ქვეყანა ასე იქცევა - აშშ არ გახლავთ ვიღაც ქვეყანა. აშშ-ს 17 სპეცსამსახური ჰყავთ და როგორც ჩანს ფარცხალაძის წინააღმდეგ მყარი არგუმენტები აქვთ. ნორმალურ ქვეყანაში დაიწყებოდა გამოძიება, რადგან, ეს საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ჩვენმა პროკურატურამ აშშ-დან უნდა გამოითხოვონ მასალები, რომელიც ფარცხალაძეს ეხება და მასზე მოახდინონ რაც შეიძლება სწრაფი რეაგირება. ყოველი დაკარგული დღე ნიშნავს ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი ბრალდება.

ჩვენმა პროკურატურამ აშშ-დან უნდა გამოითხოვონ მასალები, რომელიც ფარცხალაძეს ეხება და მასზე მოახდინონ რაც შეიძლება სწრაფი რეაგირება. ყოველი დაკარგული დღე ნიშნავს ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას, რადგან ეს არ არის ჩვეულებრივი ბრალდება

თვალს ვადევნებთ ხელისუფლების პოზიციას. თავიდან მათ შოკი ჰქონდათ. თქვენს რომ მოკვლევა დაწყებულია, იცის კი ვერ თქვენს და გაბედეს, რომ ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული.

მმართველი გუნდიდან გვესმის, რომ ფარცხალაძე ჯიგარია, მის წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა ხორციელდება და ასე შემდეგ.

რატომ შეიძლება ასე ხდებოდეს და არა სხვანაირად. ადამიანებს მეგობრობა აკავშირებს, მაგრამ, უფრო მეტად აკავშირებთ და მათ განუყოფელს ხდის ერთობლივი დანაშაული. სისტემა ისეა აწყობილი, რომ ფარცხალაძის გაწირვა დომინოს პრინციპით დაარტყამს ყველას. სავარაუდოდ, იმათაც, ვინც უნდა გამოიძიოს ფარცხალაძის საქმე.

დარტყმაში ვიგულისხმე ის, რომ თუ ფარცხალაძე რამეს აშავებდა, ის მარტო დანაშაულს ვერ ჩაიდენდა და მისი დანაშაული არის სისტემური დანაშაული. მას სისტემაში ჰყავდა ბევრი პარტნიორი. შესაბამისად, პროცესი შეიძლება წავიდეს დომინოს პრინციპით. ასეთ ვითარებაში მოქმედებს ომერტას, ანუ დუმილის პრინციპი, რაც წააგავს ერთგვარ მაფიოზურ მმართველობას.

- ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა - „მოვითხოვთ მტკიცებულებებს ფარცხალაძის საქმეზე. საზოგადოება იმსახურებს იცოდეს რა მტკიცებულებებზეა საუბარი“.

გაქვთ მოლოდინი, რომ ამ საქმეზე აშშ საქართველოს მტკიცებულებებს გადასცემს?

- აშშ-მ თქვა თავისი. დანარჩენი არ არის პოლიტიკური განცხადებების საგანი. პროცედურა ასეთია - ჩვენმა სპეცსამსახურებმა აშშ-ს სპეცსამსახურებისგან უნდა გამოითხოვონ შესაბამისი მტკიცებულებები, აწარმოონ გამოძიება და მოახდინონ გამოძიება. ეს პროცესი საჯარო ვერ იქნება. სახელმწიფოს უსაფრთხოებას უკავშირდება.

ამ მტკიცებულებებში ბევრი რამ საიდუმლოს შემცველი იქნება. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ფარცხალაძის საქმეზე აშშ-მ ქართულ მხარეს ყველა მტკიცებულება არ წარუდგინოს იმის გამო, რომ მათ მოუწევს საკუთარი აგენტურის გაშიფვრა რუსეთში და საქართველოში. ეს რომ ამერიკელებმა გააკეთონ, ქართული სპეცსამსახურების ნდობა უნდა ჰქონდეთ. ამერიკელები დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ მათი აგენტების გვარებს რუსეთში და საქართველოში ქართული მხარე რუსებს არ გადასცემს.

ამერიკელები დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ მათი აგენტების გვარებს რუსეთში და საქართველოში ქართული მხარე რუსებს არ გადასცემს

- რადგან ბორტი #1 გამოყენების თემა აქტუალურია, ამ თემით უნდა გავაგრძელოთ საუბარი.

მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა შვილის სასწავლებლად გასამგზავრებლად ბორტი #1 გამოიყენა, ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო თვითმფრინავით მმართველი გუნდის გენმდივანმა კახა კალაძემ რამდენიმეჯერ ისარგებლა. გასაგებია, რომ მთავრობის მომსახურე თვითმფრინავს მთავრობა აფინანსებს, მაგრამ, იმის მტკიცება, რომ მისი გამოყენება კერძო ტაქსისავითაა შესაძლებელი, უცნაურადაც კი გამოიყურება.

ამ თემაზე ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, არავის უნახავს ქვითარი, რომლითაც ბაბუამ, ანუ პრემიერი მამამ შვილიშვილის გასაცილებლად გადაიხადა. არც კალაძის გადახდილი ქვითრები წარმოუდგენია ვინმეს. ასეთი ქვითრები რომ არსებობდეს, დარწმუნებული ვარ, გაასაჯაროებდნენ და ამით დასრულდებოდა ამ თემაზე საუბარი.

ამ ფაქტებმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა, ახლა მთავარია, რით დასრულდება ეს ისტორია?

- საზოგადოების დამოკიდებულება ცალსახაა. წარმოუდგენელი რამ ხდება, ჩვენს მიერ სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადებით ვიღაც ცდილობს საკუთარი პრობლემების მოგვარებას.

ბორტი #1 საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება არის კორუფციის კლასიკური მაგალითი. რადგან ადამიანები ამაზე მიდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი რამ ბევრ სფეროში ხდება და არა მხოლოდ ამ თვითმფრინავთან დაკავშირებით.

ნახეთ როგორი მოცემულობა გვაქვს - ჩვენ დავიქირავეთ ხელისუფლება იმისათვის რომ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადები მოახმარონ ხალხს, ქვეყანას და სახელმწიფოს. ხელისუფლება გადასახადების გადამხდელების ფულით საკუთარ ცხოვრებას იწყობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არის არა დემოკრატია, არამედ ბატონყმობა. ბატონები ჩვენგან ხარკს კრიბავენ და ამ ხარკით თავად იწყობენ ცხოვრებას. ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, ბატონყმობის ეპოქაში ვცხოვრობთ.

ბორტი #1 საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება არის კორუფციის კლასიკური მაგალითი. რადგან ადამიანები ამაზე მიდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი რამ ბევრ სფეროში ხდება და არა მხოლოდ ამ თვითმფრინავთან დაკავშირებით

ეს არის წარმოუდგენელი რამ. ავტორიტარულ ქვეყნებშიც კი ასეთი რამ საკმაოდ იშვიათად ხდება. როგორც ჩანს, ჩვენთან ამან მიიღო სისტემური ხასიათი. ნებისმიერ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში #1 -ის საკუთარი ინტერესების გამოყენებისთვის გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ნებისმიერი მმართველი გადადგებოდა. შესაბამისი საგამოძიებო უწყება დაიწყებდა საგამოძიებო პროცედურებს.

მე მეტსაც გეტყვით, კალაძემ აღიარა დანაშაული. გასაგებია, რომ არავის სჯერა, რომ ბაბუამ გადაიხადა მგზავრობის ფული, სხვა შემთხვევაში კიდევ სხვამ გადაიხადა, მაგრამ, რადგან ასეთი არგუმენტები მოიშველიეს, ეს დამატებით გამოძიებას საჭიროებს.

თავისი ამ გამონათქვამით, კალაძემ აღიარა დანაშაული. ამას გამოძიებაც აღარ სჭირდება. ამის გამო მის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გამოყენებული

კალაძემ თქვა ისეთი რამ, რაც პირდაპირ აღიარებითი ჩვენებაა დანაშაულის. კალაძე ამბობს, #1-ით მგზავრობის ფულს ზოგჯერ მე ვიხდიდი, ზოგჯერ სხვები იხდიდნენ და მე მივყვებოდი. „სხვები რომ იხდიდნენ“ და თბილისის მერი სხვების ხარჯზე მგზავრობდა, ეს ნიშნავს, რომ მან ფრენის სახით მიიღო საჩუქარი სხვებისგან. ამ საჩუქრის ღირებულება ბევრად აჭარბებს კანონით განსაზღვრულ ოდენობას, რაც ჩინოვნიკმა შეიძლება მიიღოს.

თავისი ამ გამონათქვამით, კალაძემ აღიარა დანაშაული. ამას გამოძიებაც აღარ სჭირდება. ამის გამო მის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გამოყენებული.

- ალბათ, მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება სახელმწიფო, სადაც ბორტი #1 -ით გამოყენება ტაქსისავითაა შესაძლებელი...

- ყველას კარგად ესმის, რომ ის, რასაც თვითმფრინავის თემაზე ხელისუფლება ამბობს, ეს უბრალოდ არის თავის მართლება. ბორტი #1 ასე უპრაკუნოდ არ ქირავდება .ბორტი #1 -ით სარგებლობენ ისინი, ვისაც მასზე ხელი მიუწვდება. ამ ბორტს ასე უბრალოდ ვერავინ დაიქირავებს, რადგან არის უსაფრთხოების პროცედურები, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ამ ბორტის უსაფრთხოებას და ესეც მისი შენახვის ხარჯებში უნდა შედიოდეს.

„ქართულ ოცნებაშიც“ არავის სჯერა იმ არგუმენტების, რომ რასაც ამ ბორტის გამოყენებასთან დაკავშირებით ხელისუფლება აცხადებს. მაგრამ, მმართველი გუნდი თვლის, რომ ესეც გაგვივა.

.ბორტი #1 -ით სარგებლობენ ისინი, ვისაც მასზე ხელი მიუწვდება. ამ ბორტს ასე უბრალოდ ვერავინ დაიქირავებს, რადგან არის უსაფრთხოების პროცედურები, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ამ ბორტის უსაფრთხოებას და ესეც მისი შენახვის ხარჯებში უნდა შედიოდეს

ამიტომ იქცევიან ისინი ასე თავხედურად და იგონებენ რომ ბაბუამ გადაიხა და და „სხვამ გადაიხადა“. უბედურება ისაა, რომ ხალხის ნაწილს სჯერა, რომ შვილიშვილის მიუნხენში ერთი გასეირნებისთვის ბაბუამ 34 ათასი ევრო გადაიხადა.

- გასაგებია, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ახალ პოლიტიკურ სეზონზე ხელისუფლებას თავისი გეგმები აქვს, ოპოზიციას თავისი. ფაქტია, რომ ყველა 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში აქვს, არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება.

რადგან ხელისუფლების თემებს შეეხეთ. ახლა ოპოზიციაზე მინდა გკითხოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება

- ოპოზიცია, რომელიც აწარმოებს პოლიტიკას, ჩვენ არ გვყავს. ოპოზიცია იქცა ვირტუალურ ერთეულად, რომელიც ძირითადად, დაკავებულია იმით, რომ ტელეეთერებში ზის და ფეხებს აბაკუნებს. რეალური პოლიტიკა ასე არ კეთდება. პოლიტიკას სჭირდება აქტიური მოქმედებები, მათ შორის ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია და თანმიმდევრულობა.

ის სკანდალები, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და ხელისუფლებას უკავშირდება, ამძიმებს ხელისუფლების მდგომარეობას, მაგრამ, მეორე მხრივ, პარადოქსია, მაგრამ, ხელისუფლებას ეხმარება. რატომ? იმიტომ რომ ოპოზიცია თემიდან თემაზე ხტუნაობს, არ აქვს თანმიმდევრულობა. შოვის ტრაგედიაზე დაიწყეს ხმაური, მერე გაჩნდა ახალი თემა და გადავიდნენ ახალ თემაზე და შოვი დაავიწყდათ. მერე გადავიდნენ სხვა თემებზე და ასე აგრძელებენ თემიდან თემაზე ხტუნაობას.

ოპოზიცია, რომელიც აწარმოებს პოლიტიკას, ჩვენ არ გვყავს. ოპოზიცია იქცა ვირტუალურ ერთეულად, რომელიც ძირითადად, დაკავებულია იმით, რომ ტელეეთერებში ზის და ფეხებს აბაკუნებს. რეალური პოლიტიკა ასე არ კეთდება. პოლიტიკას სჭირდება აქტიური მოქმედებები, მათ შორის ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია და თანმიმდევრულობა

თანმიმდევრულობა და ხალხის პრიზმაში დანახული რეალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თემას თუ იწყებ, ის უნდა მიიყვანო ბოლომდე. თუ ხალხმა არ დაინახა, რომ ოპოზიციას მარტო სურვილი კი არ აქვს, არამედ შეუძლია კიდევაც საქმის კეთება, ხალხი ოპოზიციას არასოდეს ენდობა.

ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ჩაიციკლა ხელისუფლების მუდმივად ლუსტრირებაში. ოპოზიცია მუდმივად ამტკიცებს თუ რა ცუდია ხელისუფლება. მაგრამ, არაფერს ეუბნება ხალხს იმაზე, რომ თავად უკეთესები არიან. ანუ, არ აქვთ პოზიტიური დღის წესრიგი.

საერთოდ, პოლიტიკურ კამპანიაში რომ შედეგი მიიღო, ნეგატივზე კი უნდა ილაპარაკო, მაგრამ მუდმივად უნდა საუბრობდე პოზიტიურ დღის წესრიგზე. შესაძლოა, ადამიანები გენდონ იმაში, რომ შენ მართალი ხარ, მაგრამ, მას ისიც უნდა უთხრა, შენ რომ ხელისუფლებაში იყო, რით იქნები უკეთესი.

საერთოდ, პოლიტიკურ კამპანიაში რომ შედეგი მიიღო, ნეგატივზე კი უნდა ილაპარაკო, მაგრამ მუდმივად უნდა საუბრობდე პოზიტიურ დღის წესრიგზე. შესაძლოა, ადამიანები გენდონ იმაში, რომ შენ მართალი ხარ, მაგრამ, მას ისიც უნდა უთხრა, შენ რომ ხელისუფლებაში იყო, რით იქნები უკეთესი

ხალხთან საჭიროა ინტერაქტიური ურთიერთობა, ხალხს არ სჭირდება ტელევიზორიდან დამოძღვრა და მხოლოდ ნეგატივზე და იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლება ცუდია. ოპოზიცია თავის სამუშაოს არ ასრულებს.

თუ ოპოზიცია გადაწყვეტს შეცვალოს თავისი მოქმედების ტაქტიკა, მათ შეიძლება ჰქონდეთ შედეგი. მარტო ხელისუფლების ლანძღვა, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი შენი მხარდამჭერი გახადო.

- 2024 წლის არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი და მთელი ამ ერთი წლის მანძილზე ყველა პოლიტიკური სუბიექტის ქმედება არჩევნებზე იქნება ორიენტირებული...

- დიახ, ყველა არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ, ქვეყანაში რეალური პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს. სანამ ოპოზიცია არ ისწავლის ხელისუფლების იმ განუკითხაობისთვის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამ თემებს ბოლომდე არ მიიყვანს, მანამდე, ჩვენ რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, პოლიტიკურ პროცესს ვერ დავარქმევთ.

სანამ ოპოზიცია არ ისწავლის ხელისუფლების იმ განუკითხაობისთვის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამ თემებს ბოლომდე არ მიიყვანს, მანამდე, ჩვენ რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, პოლიტიკურ პროცესს ვერ დავარქმევთ

ოპოზიცია იმაზეც ვერ შეთანხმდა, რომ შოვის ტრაგედიაზე საპარლამენტო კომისია როგორ შექმნან. ვიდრე ასეთი ვითარებაა, ხალხს ოპოზიციის იმედი არ ექნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა