მიმდინარე სასესიო კვირას გადაწყდება, დაამტკიცებენ თუ არა მესამე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტს

მიმდინარე სასესიო კვირას გადაწყდება, დაამტკიცებენ თუ არა მესამე მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტს, რომელიც ევრორეკომენდაციების ფარგლებში, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მომზადდა.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დღეს, მესამე მოსმენით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მთავრობა „დეოლიგაქიზაციის შესახებ“ სამთავრობო გეგმაზე მუშაობს, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის და უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ოხანაშვილმა კოლეგებს შესთავაზა, რომ კომიტეტმა კანონის პროექტს მხარი დაუჭიროს და პარლამენტის პლენარულმა სხდომამ იმსჯელოს მისი მესამე მოსმენით მიღების მიზანშეწონილობის შესახებ.

ამასთან, ოხანაშვილის ინფორმაციით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე მმართველი გუნდის პოზიცია დღეს გახდება ცნობილი.

„პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელოთ, საკითხი ამ კანონის გზით დავარეგულიროთ თუ საჭიროა სხვაგვარი მიდგომა. სამართლებრივთან ერთად, ეს პოლიტიკური კომპონენტია. ამიტომ სივრცე მივცეთ პლენარულ სხდომას. გვაქვს პარტნიორებთან კომუნიკაცია, გვაქვს საკითხის მოწესრიგებაზე სხვა ქვეყნის გარკვეული გამოცდილება. არის თუ არა ეს იდეალური გზა, შეგვიძლია ამაზე პლენარულ სხდომაზე ვიმსჯელოთ - საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულმა სხდომამ მიიღოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს