ვასო ურუშაძე - ყველა ის პირი, რომელიც „ფეესბეს“ გავლენის აგენტების სქემაშია ჩართული, დაწყებული მაღალი თანამდებობიდან, დამთავრებული შემსრულებლებით, აუცილებლად გასამართლდებიან სახელმწიფოს ღალატის მუხლით

ყველა ის პირი, რომელიც „ფეესბეს“ გავლენის აგენტების სქემაშია ჩართული, დაწყებული მაღალი თანამდებობიდან, დამთავრებული შემსრულებლებით, აუცილებლად გასამართლდებიან სახელმწიფოს ღალატის მუხლით, რადგან ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის მხარდაჭერა, ასევე, საქართველოში სანქციებისგან გვერდის ავლაში ხელშეწყობა, აღარ არის უბრალო ეკონომიკური პროცესი, ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა.

„დღეს, როცა საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული „კლანის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა „ფეესბეს“ გავლენის აგენტი ოთარ ფარცხალაძე ქმნის იმის პირობას, რომ რუსეთმა მარტივად უზრუნველყოს სანქცირებული ტვირთების გადაადგილება მესამე ქვეყნებში საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით, საქართველოს საბაჟოს გამოყენებით, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა. პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული რეჟიმი, ის თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინაში, ის ბომბავს ბავშვებს, ადამიანებს, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ საომარ მოქმედებებთან და ოთარ ფარცხალაძე, „ფეესბეს“ გავლენის აგენტი უზრუნველყოფს პუტინის ტერორისტული რეჟიმის ეკონომიკურ გაძლიერებას, ანუ დაფინანსებას. ეს არის ტერორიზმის მხარდაჭერა და ყველა ის პირი, რომელიც ჩართულია „ფეესბეს“ გავლენის აგენტების სქემაში, დაწყებული მაღალი თანამდებობიდან, დამთავრებული შემსრულებლებით აუცილებლად გასამართლდებიან სახელმწიფოს ღალატის მუხლით მაშინ, როცა ძალიან მალე საქართველოს ეყოლება რეალურად დემოკრატიული ხელისუფლება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პროკურატურა, რადგან ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი და ტერორიზმის მხარდაჭერა“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა