ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრს კონსტანტინოს კომბოსს შეხვდა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. „განსაკუთრებით ხაზი გაესვა კვიპროსის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის მიმართ და ამ მხრივ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე და იმ პროგრესზე, რასაც ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდგომ მიაღწია საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების კუთხით. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და კვიპროსის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, მათ შორის კვიპროსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სხვადასხვა ფორმატებში. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში და გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა