მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს - ომი გინდა? მიდი, გაშალე ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! - „ეფესბეს” კი არა, საქართველოს ვიცავ

თქვენ ხართ “ეფესბეშნიკები”, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რას მიიღებ, ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ, - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს თაკო ჩარკვიანს.

სიტყვიერი დაპირისპირება თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის პარლამენტის ფოიეში მოხდა.

“ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ როდისმე ხელი შემიშლია, როცა ინტერვიუს იძლევით? ეს რა არის, რა საქციელია? თქვენ ხართ „ეფესბეშნიკები“, ვერ ხედავ რა ხდება კავკასიაში? რა გინდა, ომი გინდა? გაშალე მიდი ლეიბები და რა ომს მიიღებ ნახავ! “ეფესბეს” კი არა საქართველოს ვიცავ“, - მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს.

თავის მხრივ, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის გაწირვაში დაადანაშაულა.

“ქვეყანა გაწირეთ, სახელმწიფო გაწირეთ, აბა, რა ქენით. მსგავს რამ ამ კომუნისტების დროს არ გამიგია. ოჯახში ილაპარაკე ასე. ცოლს ელაპარაკე ასე”, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა