მიხეილ სააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ყველა შეხვედრაზე დაუსვეს ჩემი გათავისუფლების საკითხი, რაზეც უარი თქვა - პრეზიდენტი როცა გქვია, შენგან ელიან გამბედაობას

სალომე ზურაბიშვილს გამოაგორებს ივანიშვილი, როგორც პროდასავლურს, რადგან „ოცნებას“ ვეღარ მიაქვს პროევროპული ხმები, რაც არის ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

სააკაშვილი თქმით, ევროპაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მისი გათავისუფლების საკითხი, თუმცა ზურაბიშვილმა უარი თქვა.

„სალომე კარგად იტყვის რაღაცას, გაგვიხარდება, ტაშს დავუკრავთ, გულს მოვიფხანთ. მეგობრებო, სალომე ზურაბიშვილი ახლა იყო ევროპაში. თითქმის ყველა შეხვედრაზე დაუსვეს მას საკითხი ჩემი გათავისუფლების, რათა სრულფასოვნად მივიღო მონაწილეობა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სალომე ზურაბიშვილმა ყველგან განაცხადა უარი. სალომე ზურაბიშვილს გამოაგორებს ივანიშვილი, როგორც პროდასავლურს, რადგან „ოცნებას“ ვეღარ მიაქვს პროევროპული ხმები, რაც არის ქართველი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა. სამი პირობა აქვს სალომე ზურაბიშვილს მიცემული: ერთი - არ შეუერთეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მეორე სრულიად შეუხებლობა ივანიშვილს და მის ქონებას და მესამე - არ დაუშვას ჩემი ციხიდან გაშვება და ბოლომდე მიიყვანოს ჩემი მკვლელობის გეგმა საპატიმროში. აი, ეს არის სალომე ზურაბიშვილის თამაში. გამიხარდება, რომ ვცდებოდე, მაგრამ ჯერჯერობით ზედმიწევნით კარგად ასრულებს ამას... პრეზიდენტი როცა გქვია, შენგან ელიან კონკრეტულ გამბედაობას... მე მინდა იცოდეთ, რომ ჩემი იმედი გქონდეთ... მე ვარ აქ, მე მტრის ჯინაზე ვაპირებ სიცოცხლეს, ბრძოლას სიცოცხლისთვის, გამარჯვებამდე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, საქართველო გაიმარჯვებს. მან ამავდროულად ყოველდღიური პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მოპარული არჩევნების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ახალმა მთავრობამ ეროვნული თანხმობით, საერთაშორისო დამკვირვებლებით უნდა ჩაატაროს ახალი და თავისუფალი არჩევნები, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი