ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები

მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ არსებულ ვითარებაზე, ასევე იმაზე, მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული პირველი მოლაპარაკებების შედეგებზე მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანთან რეინტეგრაციის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგს, სამხრეთ კავკასიის კვლევათა ცენტრის დირექტორს, ფარხატ მამედოვს ესაუბრა.

- ბატონო ფარხატ, მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანის მიერ წარმოებული სამხედრო მოქმედებები დასრულდა და როგორც ჩანს, მთიანი ყარაბაღისთვის ომი ისტორიას საბოლოოდ ჩაბარდა.

აზერბაიჯანმა ძალის გამოყენების მუქარითა და მინიმალურად ძალის გამოყენებით მიაღწია იმას, რომ უახლოეს პერსპექტივაში მთიანი ყარაბაღში სრულად აღდგება აზერბაიჯანის კონტროლი.

გასაგებია, რომ საერთაშორისო სამართლით მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის იურისდიქციის სრულ აღდგენას დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი რომ დაწყებულია, ცხადია.

ევლახში უნდა გამართულიყო მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების პირველი შეხვედრა, რომელზეც მხარეები აზერბაიჯანის კონსტიტუციითა და კანონების მიხედვით მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანში რეინტეგრაციის საკითხებს განიხილავდნენ.

ვიცით, რომ ეს პირველი შეხვედრა შედგა. რა შედეგით დასრულდა იგი?

- ერლახში შეხვედრა შედგა. პრეზიდენტმა ალიევმა ამ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრა აზერბაიჯანის წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატი რამინ მამედოვი, რომელიც წარმოშობით ყარაბაღიდანაა, დაბადებული და გაზრდილია შუშაში.

ამ შეხვედრაში მთიანი ყარაბაღის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა მელქონიანმა და მარტიროსიანმა. მთიანი ყარაბაღის საზოგადოების წარმომადგენლებმა ითხოვეს ჰუმანიტარული ტვირთის, საწვავისა და მედიკამენტების მათთვის მიწოდება. მათ ეს ყველაფერი აგდამი- მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი გზით მიეწოდება. ამიერიდან, მთიან ყარაბაღში მცხოვრები მოქალაქეები ტვირთებს მხოლოდ ამ გზით და არა ლაჩინის კორიდორით მიიღებენ.

ჰუმანიტარული ტვირთით, საწვავითა და მედიკამენტებით დატვირთული პირველი ფურები დღეს დილით მიეწოდა მთიან ყარაბაღში მცხოვრებ მოსახლეობას და გაიგზავნა ქალაქ ხანკენდში ( სტეპანოკეტი). უნდა ითქვას, რომ ყველა ტვირთი წარმოებულია აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა შედგა... ჰუმანიტარული ტვირთით, საწვავითა და მედიკამენტებით დატვირთული პირველი ფურები დღეს დილით მიეწოდა მთიან ყარაბაღში მცხოვრებ მოსახლეობას და გაიგზავნა ქალაქ ხანკენდში. უნდა ითქვას, რომ ყველა ტვირთი წარმოებულია აზერბაიჯანში

აზერბაიჯანული მხარისთვის მთიან ყარაბაღში მიოხრებ ხალხთან დაკავშირებით დღის წესრიგი ასეთია, - 1. უნდა მოხდეს იქ დარჩენილი მოსახლეობის სრული განიარაღება. მთიან ყარაბაღში დარჩენილები არიან სომხეთის შეიარაღებული ძალების რაზმები, რომლებიც აგრძლებენ წინააღმდეგობას იმ ადგილებში, რომლებშიც გამაგრებული არიან. ამ დილით პრეზიდენტის მრჩეველმა იხმეტ გაჯიევმა განაცხადა, რომ ასეთი რაზმები არიან, მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თუ ისინი იარაღს დაყრიან, მათ მიეცემათ საშუალება უპრობლემოდ დატოვოს აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

- სწორად გავიგე - მთიან ყარაბაღში ჯერ ყველას არ დაუყრია იარაღი და ყველას არ დაუტოვებია აზერბაიჯანის ტერიტორია?

- დიახ. ამიტომაცაა, რომ აზერბაიჯანული მხარე მოითხოვს მთიან ყარაბაღში დარჩენილი მოსახლეობისა და მებრძოლების განიარაღებას. ზოგი რაზმი განიარაღებაზე უარს ამბობს.

პრეზიდენტის თანაშემწის გზავნილი მათთვის ასეთი იყო - ყველ, ვინც იარაღს დაყრის, ექნება აზერბაიჯანიდან უპრობლემოდ გასვლის შესაძლებლობა.

  1. პუნქტი გახლავთ ის, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვოს აზერბაიჯანის ტერიტორია. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვინც სამხედრო სამსახურს გადიოდა მთიან ყარაბაღში, მათ ეძლევათ საშუალება უმოკლეს ვადებში დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია.

აზერბაიჯანული მხარე მოითხოვს მთიან ყარაბაღში დარჩენილი მოსახლეობისა და მებრძოლების განიარაღებას. ზოგი რაზმი განიარაღებაზე უარს ამბობს

რაც შეეხება მათ, ვინც მთიან ყარაბაღში ცხოვრობს და დაყრის იარაღს, აზერბაიჯანის ხელისუფლება მათთან მიმართებაში ამნისტიის გამოყენებას გეგმავს. ანუ, ისინი იქნებიან ამნისტირებული.

სომხეთის მოქალაქეების მიმართ აზერბაიჯანს არ შეუძლია გამოიყენოს ამნისტია, რადგან, ამნისტია შეიძლება იქნას გამოყენებული მათ მიმართ, ვინც აზერბაიჯანის მოქალაქეა.

მთიან ყარაბაღში ცხოვრობს და დაყრის იარაღს, აზერბაიჯანის ხელისუფლება მათთან მიმართებაში ამნისტიის გამოყენებას გეგმავს. ანუ, ისინი იქნებიან ამნისტირებული

ასე მოქნილი მიდგომები აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომეხი მოქალაქეების მიმართ. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, მოხდეს ყველას სრული განიარაღება და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან იმათი გასვლა, ვინც სომხეთის მოქალაქეა, მაგრამ დღემდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება.

- სომხეთში ამბობენ, რომ ბაქოს მიზანია მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა დატოვონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია, რომ ეს პრაქტიკულად ეთნიკურ წმენდას ნიშნავს.

რამდენად საფუძვლიანია ამ თემაზე სომხეთში არსებული ამგვარი მოსაზრებები?

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების 25 წლის მანძილზე ბაქოს არასდროს მოუთხოვია, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს უნდა დაეტოვებინათ მთიანი ყარაბაღი. აზერბაიჯანის მთავარი მიზანი იყო თავისი ტერიტორიების დაბრუნება. საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელზეც აზერბაიჯანელი მოსახლეობა გახდა ეთნიკური წმენდის მსხვერპლი.

ოთხდღიანი ომის მსვლელობისას მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა დატოვა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია და გადავიდა სომხეთის რესპუბლიკაში. ოთხდღიანის ომის შემდეგ აზერბაიჯანმა შექმნა პირობები იმისათვის, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ. აზერბაიჯანის მიზანი რომ ყოფილიყო მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩატარება, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის დაბრუნებისთვის პირობებს არ შექმნიდა.

ოთხდღიანის ომის შემდეგ აზერბაიჯანმა შექმნა პირობები იმისათვის, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ. აზერბაიჯანის მიზანი რომ ყოფილიყო მთიან ყარაბაღში ეთნიკური წმენდის ჩატარება, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის დაბრუნებისთვის პირობებს არ შექმნიდა

ოთხდღიანი ომის დასრულების შემდეგ 2,5 წელი გავიდა და სამწუხაროდ, სომხეთის ხელისუფლება, რუსეთი, საფრანგეთი და სხვა ქვეყნებმა შეცვალეს დღის წესრიგი და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას შეუქმნეს ცრუ მოლოდინები იმაზე, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ყველაფერი წინაა და მათ უნდა ჰქონოდათ იმედები. ამგვარი მიდგომები იყო აზერბაიჯანის ყველაზე დიდი პრობლემა.

აზერბაიჯანი ახლაც ამბობს, რომ არაა დაინტერესებული იმაში, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ დატოვოს მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. ჩვენ გვემის, რომ მათ ახლა აქვთ შიშები, რადგან ისინი ჯერაც მცდარი იდეების ტყვეობაში არიან.

ამგვარ განწყობებს ოთხდღიანი ომის შემდეგ ქმნიდა მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ომამდე რუსეთში ცხოვრობდა. ომის შემდეგ, თითქოს უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე კი მთიან ყარაბაღში იმ იდეებით ჩავიდა, რომ მთიან ყარაბაღელებს ბოლომდე ებრძოლათ და სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა 100 დღე ეკავა.

თებერვალში თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იგი ახლაც მთიან ყარაბაღში იმყოფება. მან თუ ასე გააგრძელა, იგი ცუდად დაასრულებს ცხოვრებას და გარწმუნებთ, ამაში აზერბაიჯანელები არაფერ შუაში არ იქნებიან.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას კარგად ესმით თუ რა პრობლემების წინაშე დგას ომის დასრულების შემდეგ. ამიტომაცაა, რომ ერთი მხრივ კონცენტრირებულია იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა განიარაღდეს, ხოლო მეორე მხრივ გადაწყვიტოს ჰუმანიტარულ საკითხები. აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას კარგად ესმით თუ რა პრობლემების წინაშე დგას ომის დასრულების შემდეგ. ამიტომაცაა, რომ ერთი მხრივ კონცენტრირებულია იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა განიარაღდეს, ხოლო მეორე მხრივ გადაწყვიტოს ჰუმანიტარულ საკითხები

ჩვენ არ გვინდა, რომ მათ დატოვონ აზერბაიჯანი, მაგრამ, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და არა ჩვენი. ვიმეორებ, აზერბაიჯანი არაა დაინტერესებული მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა დატოვონ აზერბაიჯანის ტერიტორია.

- და მათი უფლებები დაცული იქნება?

- დიახ, ვინც მთიან ყარაბაღში გადაწყვეტს მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა დაცული იქნება მათი სამოქალაქო უფლებები, ასევე უფლება საკუთრებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე და ასევე სხვა უფლებები. დაცული იქნება მათი უსაფრთხოება.

მაგრამ, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, აზერბაიჯანის მოქალაქეობა იმასაც ნიშნავს, რომ ისინი ლოიალურები უნდა აზერბაიჯანის სახლმწიფოს მიმართ და უნდა დაიცვან აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონები.

ვინც მთიან ყარაბაღში გადაწყვეტს მიიღოს აზერბაიჯანის მოქალაქეობა დაცული იქნება მათი სამოქალაქო უფლებები, ასევე უფლება საკუთრებაზე, განათლებაზე, ჯანმრთელობაზე და ასევე სხვა უფლებები. დაცული იქნება მათი უსაფრთხოება

- როგორც ვხდები, მთიან ყარაბაღში მცხოვრები მოსახლეობის აზერბაიჯანის სახელმწიფოს სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში რეინტეგრირებამდე ჯერ საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი...

- აზერბაიჯანს უნდა ეს პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ის, რომ ეს პროცესი აქამდე არ დაწყებულა, აზერბაიჯანული მხარე სულაც არაა დამნაშავე. ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანი ცდილობდა მთიანი ყარაბაღის რეინტეგრაციის პროცესის ეტაპობრივად და რბილად დაწყებას, მაგრამ, ამ პროცესის განვითარებას ხელს უშლიდნენ სომხეთი და სხვა საგარეო მოთამაშეები.

ახლა აზერბაიჯანი გეგმავს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას უახლოეს კვირებსა და თვეებში.

- ბრძანეთ, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს მთიანი ყარაბაღის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა, მაგრამ სომხეთში საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია მთიან ყარაბაღში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანა.

მეტიც, გააქტიურებულია საუბარი იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის ავტონომია უნდა შეიქმნას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბაქოში მთიან ყარაბაღში მოვლენათა ამ მიმართულებით განვითარების სცენარები თუ განიხილება?

- არა არ განიხილება. ახლა მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალები არიან განლაგებული და მშვიდობას ისინი უზრუნველყოფენ. მათი მთიან ყარაბაღში ყოფნა ლიმიტირებულია და ისინი იქ 5 წელი იქნებიან. მათ ყოფნის ვადა 2025 წელს უსრულდებათ.

- როგორც ვხდები, აზერბაიჯანული მხარე ვარაუდობს, რომ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანში რეინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა მოესწრება...

- დიახ, სწორედ ამიტომ იყო, რომ ამ პროცესის დაწყებას აზერბაიჯანი ომის დასრულებისთანავე ცდილობდა. ვიმეორებ, მთიანი ყარაბაღში მცხოვრებთა აზერბაიჯანში რეინტეგრაციის პროცესი 2020 წელს რომ დაწყებულიყო, ახლა რეინტეგრაციის თვალსაზრისით ბევრად წინ ვიქნებოდით და რეგიონში აბსოლუტურად სულ სხვა ვითარება იქნებოდა.

მთიანი ყარაბაღში მცხოვრებთა აზერბაიჯანში რეინტეგრაციის პროცესი 2020 წელს რომ დაწყებულიყო, ახლა რეინტეგრაციის თვალსაზრისით ბევრად წინ ვიქნებოდით და რეგიონში აბსოლუტურად სულ სხვა ვითარება იქნებოდა

- გასაგებია, მაგრამ მაინც გკითხავთ - აზერბაიჯანული მხარე როგორ მუშაობს მთიან ყარაბაღში დარჩენილ მოსახლეობასთან?

- ჯერ არანაირად. მაგრამ, შემიძლია გითხად, რომ კონტრ-ტერორისტული ოპერაციის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში მცხოვრებ მოსახლეობას, აბსოლუტურად ყველას, ვისაც მობილური ტელეფონი აქვს დაუგზავნა სმს შეტყობინება, რომ მალე ოპერაცია დაიწყებოდა და თავი შეეფარებინათ იმ ადგილებისთვის სადაც ცხოვრობდნენ, ახლოს არ მომხვდარიყვნენ იმ ადგილებში, სადაც მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო განლაგებული.

კონტრ-ტერორისტული ოპერაციის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში მცხოვრებ მოსახლეობას, აბსოლუტურად ყველას, ვისაც მობილური ტელეფონი აქვს დაუგზავნა სმს შეტყობინება, რომ მალე ოპერაცია დაიწყებოდა და თავი შეეფარებინათ იმ ადგილებისთვის სადაც ცხოვრობდნენ, ახლოს არ მომხვდარიყვნენ იმ ადგილებში, სადაც მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო განლაგებული

აზერბაიჯანს ამომწურავი ინფორმაცია აქვს თუ რა ხდება რეალურად მთიან ყარაბაღში. ახლა ვიწყებთ იქ დარჩენილ მოსახლეობასთან პირდაპირ კონტაქტებს. აქამდე ასეთი პირდაპირი კონტაქტი შეუძლებელი იყო, რადგან მთიან ყარაბაღში იყვნენ შეიარაღებული რაზმები, ახლაც რჩებიან, მაგრამ ცოტა.

მთიანი ყარაბაღის ხუნტა არ აძლევდა მოსახლეობას საშუალებას კონტაქტად აზერბაიჯანულ მხარესთან. ვინც აზერბაიჯანულ მხარესთან კონტაქტს გაბედავდა, მათ აპატიმრებდნენ ღალატის მუხლით.

- მთიანი ყარაბაღის გამო აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი საკმაოდ დიდი ხნის წინაა დაწყებული. იყო რაოდენისამე ომი და ასე შემდეგ.

იყო დრო, სომხები იყვნენ გამარჯვებული, ახლა გამარჯვებული აზერბაიჯანია. იმის თქმა მინდა, რომ ახლა სომხებში მეტადაა დაგროვილი ბრაზი და სიძულვილი, რაც ინტეგრაციული პროექტებით, რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს ეს პროექტები, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების გამოსწორდება რთული იქნება.

მესმის, რომ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მზადაა იმუშაოს მთიან ყარაბაღში დარჩენილ მოსახლეობასთან, მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, ისინი თუ არიან მზად ითანამშრომლონ აზერბაიჯანულ მხარესთან?

- ამაზე პასუხი უახლოეს მომავალში გვექნება. ჩვენ ვიცით, რომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ მხარეებს შორის კონტაქტი შედგეს. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ აზერბაიჯანში, სადაც მათი ყველა უფლება დაცული იქნება.

ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სომეხურმა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ თუ ისინი აზერბაიჯანში დარჩებიან, მათი უსაფრთხოებაც დაცული იქნება, უფლებებიც და მათ, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეებს ექნებათ ყველა იმ სერვიზის მიღების საშუალება, რითაც აზერბაიჯანის მოქალაქეები სარგებლობენ. მეტიც, მათი აზერბაიჯანში ცხოვრების ატმოსფერო მათთვის მისაღები და კომფორტული იყოს.

ჩვენ გვინდა, რომ ისინი დარჩნენ აზერბაიჯანში და გახდნენ აზერბაიჯანის სრულფასოვანი მოქალაქეები.

- სომხები ამბობენ, რომ მთიან ყარაბაღში ახლა დაახლოებით 40 ათასი სომეხი ცხოვრობს...

- აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთიან ყარაბაღში დარჩენილი სომხების ზუსტი რიცხვის დასახელება მას შემდეგ შეეძლება, როცა თავად ექნება მათთან კონტაქტის შესაძლებლობა.

ჩემი ინფორმაციით, ერევნის მონაცემები მთიან ყარაბაღში მცხოვრებთა რაოდენობის შესახებ აშკარად შეესაბამება იმას, რაც რეალურადა. მანამდე ერევანში ამბობდნენ, რომ მთიან ყარაბაღში 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა, რომ მათი რაოდენობა 25 ათასიდან 35 ათასამდე მერყეობდა. ჩვენ გვესმის, რომ მანამდე მთიან ყარაბაღში სომხეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები იმყოფებოდნენ.

- რა დამოკიდებულება ექნება აზერბაიჯანის ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის იმ სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომელიც მანდ აქამდე იყო. რამდენადაც მახსოვს, მთიან ყარაბაღს ჰყავდა პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა.

გასაგებია, რომ ამ ხელისუფლებას არავინ არ აღიარებდა, მათ შორის არც სომხეთი...

- ის ე.წ. სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც მანამდე იყო მთიან ყარაბაღში ისინი არ იქნებიან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ახლა აღარც არსებობენ. ომის შემდეგ მთიან ყარაბაღში სახელმწიფო მინისტრად ჩასული რუბენ ვარდანიანი, თებერვლიდან აღარაა სახელმწიფო მინისტრი. იგი ახლა იქ, როგორც საზოგადო მოღვაწე იმყოფება.

ომამდე არსებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტიც ადგილზეა, ე,წ. მთავრობაც და პარლამენტიც. აზერბაიჯანის ხელისუფლებას იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენდა, გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ამნისტია შეეხება ყველას, ვისაც სამხედრო დანაშაული არ აქვს ჩადენილი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას იმ ხალხთან დაკავშირებით, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენდა, გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ამნისტია შეეხება ყველას, ვისაც სამხედრო დანაშაული არ აქვს ჩადენილი

- რამდენადაც მახსოვს, ანტი-ტერორისტული ოპერაციის ფარგლებში აზერბაიჯანულმა მხარემ დააზიანა ტელეცენტრი, რომლის საშუალებითაც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ინფორმაციას იღებდა.

სომხები ამბობენ, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა ახლა ვაკუუმში ცხოვრობს. რადგან ანძა დაზიანებულია აზერბაიჯანული მხარეს ახლა არ ექნება საშუალება მათ სმს- გზავნილებით მიაწვდინოს ხმა, როგორც ეს საბრძოლო მოქმედებამდე გაგიკეთებიათ...

- დიახ, სამწუხაროდ ასეა. საომარი მოქმედებების დროს ანძა მართლაც დაზიანდა, რის გამო იქ დარჩენილი მოსახლეობა ინფორმაციას ვერ იღებს. სწორედ ამიტომ, უახლოეს დღეებში მოხდება ანძის ინფრასტრუქტურის აღდგენა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას ექნება საშუალება მიიღოსდ ინფორმაცია, მათ შორის აზერბაიჯანის მხრიდან.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო