გია ვოლსკი - შოვში, არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა, ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

არც ერთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, დახმარების გარეშე არ დარჩენილა, ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი თემა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, საქმის მასალებში მითითებულია, რომ შსს-მ შოვში ვერტმფრენის გაშვების გადაწყვეტილება მიღებული შეტყობინებებიდან 50 წუთის შემდეგ მიიღო.

ვოლსკის განცხადებით, იყო ამინდის პრობლემები და სახელმწიფო ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება.

ვოლსკი იქვე დასძენს, რომ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია.

„ცდილობენ დეზინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, რომ ვერტმფრენის დროულად არჩასვლის გამო ადამიანი დაზარალდა, ან მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ეს არ დასტურდება. ეს ყველამ კარგად იცის და მოიგონეს ახალი თემა, რომ გაფრენა დააგვიანეს. იყო ამინდის პრობლემები და გამონაკლისი არ არის ჩვენი სახელმწიფო, რომელიც ვერტმფრენის ეკიპაჟის სიცოცხლეს უფრთხილდება, რაც იმ პერიოდში აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო და მომავალშიც გასათვალისწინებელია. არანაირი შეყოვნება არ ყოფილა, შეგროვდა ტვირთი, შეგროვდა გუნდი და ვერტმფრენი აფრინდა და საკმაოდ სერიოზული სამუშაოც ჩაატარა მაშველთა გუნდმა. ვერტმფრენების მისვლამდე იქ, რა საკვირველია, მაშველები იმყოფებოდნენ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია