ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, ახალი პოლიტიკური სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ, ისე დაჩქარებულადაც კი ვითარდება პროცესები ჭირს რომელს მიანიჭო უპირატესობა რომ საუბარი დავიწყოთ.

ფარცხალაძის თემის გამო, რომ ეროვნულ ბანკში განვითარებულმა პროცესებმა საბანკო სისტემის გარდა პოლიტიკური სისტემაც შეაჯანჯღარა, ფაქტია. ვიღას ახსოვს შოვის ტრაგედია და მასზე ადეკვატური რეაგირება, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით გაუგებარია რა ვითარებაა.

მოდით, საუბარი მაინც ეროვნულ ბანკში განვითარებული მოვლენებით დავიწყოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, თუ როგორ განვითარდა პროცესები ეროვნულ ბანკში? ამ ისტორიამ რა დაგვანახა მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ, სავარაუდოდ, რისი საფრთხეები გაუჩინა ქვეყნის საბანკო და პოლიტიკურ სისტემას?

- ფაქტია, რომ „ფარცხალაძის ქეისი“ და სებ-ის ხელმძღვანელის, თურნავას საქციელი ეროვნულ ბანკს და სახელმწიფოს 57 მილიონი დოლარი უკვე დაუჯდა, რომლის გასაყიდად გამოტანაც გახდა აუცილებელი ლარის კურსის დაცემის შესაჩერებლად.

რამდენი დაკარგა კურსის მოულოდნელი ცვალებადობის შედეგად ქართულმა ბიზნესმა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ეს არავინ იცის. ქალბატონი თურნავა გვიმტკიცებს, რომ სწორი იყო, რაც გააკეთა.

ის ბოლო ინტერვიუებში იწყებს თამაშს პატრიოტულ გრძნობებზე, უცხოელების მიერ დაწესებული სანქციები ჩვენ მოქალაქეზე როგორ უნდა მივიღოთ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რომ ეს, თურმე, ჩვენი სახელმწიფოს იურისდიქციის და სუვერენიტეტის შეურაცხყოფაა და ა.შ.

ენითაუწერელი ცინიზმია, როცა პატრიოტიზმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სახელმწიფო და ეროვნული ღირსება სებ-ის დროებით მმართველს იმ ყოფილი გენპროკურორის დასაცავად ახსენდება, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებში მაღალი თანამდებობის პირი იყო და შეხება ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და დადანაშაულებულია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში.

ის, რომ მისი გადაწყვეტილება ქვეყანას 57 მილიონი დოლარი დაუჯდა ორ დღეში, ეს არაფერი ხომ? აქ პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული რა შუაშია? ესაა ამ ჩინოვნიკის ლოგიკა და მორალი!

ენითაუწერელი ცინიზმია, როცა პატრიოტიზმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სახელმწიფო და ეროვნული ღირსება სებ-ის დროებით მმართველს იმ ყოფილი გენპროკურორის დასაცავად ახსენდება, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებში მაღალი თანამდებობის პირი იყო და შეხება ჰქონდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და დადანაშაულებულია ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაში

ისე მართლა მაინტერესებს, როდის ემსახურებოდა ეს ქალბატონი ქვეყანას, როცა შევარდნაძის კორუმპირებულ მთავრობაში იყო, მის სამინისტროში დიდი აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული, როცა ბენდუქიძის მოადგილე გახლდათ და უდრტვინველად უყურებდა ბიზნესმენებისთვის საკუთრების „ახევებს“ და მაშინდელი ხელისუფლების სხვა საგმირო საქმეებს, ატარებდა და იცავდა იმ ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც კარდინალურად განსხვავდება „ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვებისგან, თუ ახლა?

როდესაც სუვერენიტეტის დაცვაზე ვსაუბრობთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალბატონი თურნავას გამოცემულმა დოკუმენტმა რეალურად გამოიწვია ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა.

ბანკები იძულებული გახდნენ ფაქტობრივად არ დამორჩილებოდნენ მის ბრძანებას. თავიდანვე ნათელი იყო, რომ ისინი ვერ შეასრულებდნენ სებ-ის აღნიშნულ მითითებას, რადგანაც მაშინ მათ ფაქტობრივად თავიანთი ფუნქციონირება უნდა დაეყენებინათ ეჭვს ქვეშ. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველა ბანკს აქვს საკორესპონდენციო ანგარიშები ამერიკულ ბანკებში, რომელთა მეშვეობითაც ისინი ახორციელებენ გადარიცხვებს. სანქცირებული პირის გადარიცხვის მცდელობაც კი მათთვის ამ ანგარიშების დაბლოკვით დასრულდებოდა, რაც ფაქტობრივად ამ ბანკების საქმიანობის შეწყვეტას ნიშნავდა.

თურნავამ ეს კარგად იცოდა, ფაქტობრივად, საჯაროდ თქვა კიდევაც, ბანკები სწორად მოიქცნენ, რომ არ დამემორჩილენო, მაგრამ ეს მავნებლური გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რითაც გარდაუვალი გახადა, რომ საფინანსო ორგანიზაციებს სებ-ის გამოცემული მითითება არ შეესრულებინათ რეალობაში ასე „იზრუნა“ ქვეყნის სუვერენიტეტზე ეროვნული ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა

თურნავამ, ფაქტობრივად, საჯაროდ თქვა კიდევაც, ბანკები სწორად მოიქცნენ, რომ არ დამემორჩილენო, მაგრამ ეს მავნებლური გადაწყვეტილება მაინც მიიღო, რითაც გარდაუვალი გახადა, რომ საფინანსო ორგანიზაციებს სებ-ის გამოცემული მითითება არ შეესრულებინათ რეალობაში ასე „იზრუნა“ ქვეყნის სუვერენიტეტზე ეროვნული ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელმა

მოკლედ, ტყუილად არ თქვა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში მაშინდელმა ინგლისელმა მოღვაწემ, სამუელ ტომპსონმა - „Patriotism is the last refuge of a scoundrel“ – „პატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარიაო”.

ფაქტია, რომ თურნავას ამ გადაწყვეტილებით ფარცხალაძეს საშუალება მისცეს, მისთვის სანქციების დაწესების შედეგად მისაყენებელი პოტენციური ზიანის მინიმიზება მოეხდინა. გადაეფორმებინა ქონებები, გაესუფთავებინა ანგარიშები და ა.შ. ესაა თურნავას გადაწყვეტილების რეალური მიზანი და არა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

ზიანის მთელ ამ ბუკეტს, რაც თურნავას გადაწყვეტილებამ მოიტანა, არაფერი აქვს საერთო არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და არც სამშობლოს სიყვარულთან

მე, პირადად, ვერანაირად ვერ ჩავთვლი პატრიოტულად ნაბიჯს, რომელიც ქვეყნის საფინანსო სისტემას რისკის ქვეშ აყენებს, ლარის კურსს აუფასურებს, ქვეყნის სავალუტო რეზერვების შემცირებას იწვევს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩვენს ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ზიანის მთელ ამ ბუკეტს, რაც თურნავას გადაწყვეტილებამ მოიტანა, არაფერი აქვს საერთო არც ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და არც სამშობლოს სიყვარულთან.

- პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე გადაწყვეტილება არ მიიღო.

დამკვირვებელთა უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად და სამართლებრივად არასწორად მიიჩნევს. მეტიც, აბსურდულად მიიჩნევა მტკიცება, რომ ქართული სახელმწიფო საქართველოს წინააღმდეგ რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის რუსეთის მოქალაქეს ვერ გაამართლებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დაწყება რაიმე კავშირში იყოს ამ საკითხთან?

- ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტმა ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამართლებრივად მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ბატონმა ფარცხალაძემ ისე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რომ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 21 პრიმა მუხლის შესაბამისად, მას ამაზე საქართველოს მთავრობის თანხმობა არ მიუღია.

ფარცხალაძემ არც კი ჩათვალა საჭიროდ, დაეცვა ქვეყნის კანონი და ამ თხოვნით მიემართა მთავრობისათვის. აფერუმ ყოფილ გენერალურ პროკურორს. ასე უნდა სცემდე პატივს ქვეყნის კანონებს, რომლის მთავარი დამცველის პოსტიც გეკავა. ასე უნდა დაამტკიცო, რომ ამ თანამდებობის ღირსი იყავი.

შესაბამისად, პრეზიდენტს, კანონის თანახმად, ფარცხალაძისთვის ავტომატურად უნდა შეწყვეტა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ასეთია კანონის მოთხოვნა. ცდება ყველა ის ექსპერტი, რომელიც ცდილობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით გაამართლოს პრეზიდენტის ეს ნაბიჯი.

პრეზიდენტს, კანონის თანახმად, ფარცხალაძისთვის ავტომატურად უნდა შეწყვეტა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ასეთია კანონის მოთხოვნა. ცდება ყველა ის ექსპერტი, რომელიც ცდილობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით გაამართლოს პრეზიდენტის ეს ნაბიჯი

ჩემი აზრით, ეს ხალხი ქალბატონ სალომეს მხოლოდ დათვურ სამსახურს უწევს. ვერასდროს ვერ გავხდებით ნორმალური ქვეყანა, თუკი მიზანშეწონილობის მოტივით ისე, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მიზანშეწონილობაც ჩემთვის საკმაოდ ბუნდოვანია, გავამართლებთ უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესების უგულებელყოფას.

სხვათა შორის, ფარცხალაძისთვის ქართული პასპორტის დატოვება არ არის მხოლოდ პრესტიჟის ან ღირსების საქმე, რომ ის ქართველია, ამ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი იყო, როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებების დროს და ახლა მისთვის პასპორტის ჩამორთმევა მას შეურაცხყოფს. ასე მარტივად არაა საქმე.

ფარცხალაძისთვის საქართველოს პასპორტი სასიცოცხლოდ აუცილებელია. დღეს რუსული პასპორტით მოგზაურობა ევროპაში საკმაოდ რთულია. შეზღუდვებია დაწესებული რუსეთის მოქალაქეებისათვის. საქართველოს კი უვიზო რეჟიმი აქვს არა მარტო ევროკავშირთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან. ასე რომ, თუნდაც საქმიანი ვიზიტებისა და უცხოელებთან კომუნიკაციისთვის, ფარცხალაძეს ძალიან ჭირდება ქართული პასპორტი. მითუმეტეს, რომ სანქციები მას აშშ-მ დაუწესა და არა ევროკავშირმა.

ფარცხალაძისთვის საქართველოს პასპორტი სასიცოცხლოდ აუცილებელია. დღეს რუსული პასპორტით მოგზაურობა ევროპაში საკმაოდ რთულია. შეზღუდვებია დაწესებული რუსეთის მოქალაქეებისათვის. მითუმეტეს, რომ სანქციები მას აშშ-მ დაუწესა და არა ევროკავშირმა

მითუმეტეს, რომ სანქციები მას აშშ-მ დაუწესა და არა ევროკავშირმა. შესაბამისად, ქართული პასპორტით ევროპაში გადაადგილება მას თავისუფლად შეუძლია. ეჭვი მაქვს, რომ აშშ-ს მხრიდან დასანქცირების პირობებში ბატონ ფარცხალაძეს უამრავი „თემა ექნება დასალაგებელი“ თავის უცხოელ პარტნიორებთან, რისთვისაც ისინი რუსეთში არ ჩავიდოდნენ, ხოლო თავად ფარცხალაძე რუსული პასპორტით ბევრგან ვერ ჩავიდოდა.

ასე რომ, მისი მხრიდან საქართველოს პასპორტის შენარჩუნების სურვილი აბსოლუტურად პრაგმატული ინტერესია.

- გაეროში გამგზავრებამდე პრემიერ ღარიბაშვილს შეხვედრები ჰქონდა ევროპულ სტრუქტურებში და ევროპელ ლიდერებთან.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპელ პარტნიორებს სურთ იყვნენ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი. მაგრამ, ისიც ვიცით, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებას ხელისუფლება არ აპირებს.

არაა გამორიცხული პრემიერი ევროპელ პარტნიორებს დაჰპირდა მის მიერ ინიციირებული დეოლიგარქიზაციის გეგმის განხორციელებას, მაგრამ, ფარცხალაძის გამო ეროვნულ ბანკში განვითარებული პროცესები ისეთი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა, ძნელი დასაჯერებელია, ამ გეგმიდან რამე კონკრეტული განხორციელდეს.

ბევრი თვლის, რომ 2024 წლის არჩევნების წინ აჯობებს არ მოგვცენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ბევრი პირიქით, ამბობს რომ აჯობებს მოგვცენ.

როგორ ფიქრობთ, მიიღებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს? თუ მოგვცემს, მომხდარს არჩევნებზე ხელისუფლება როგორ გამოიყენებს?

- ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ევროპული ქვეყნების ლიდერების დიდი ნაწილი, ეჭვი მაქვს, აღფრთოვანებული არ არის საქართველოს მთავრობის ქმედებებით, მაგრამ შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და აქ მხოლოდ უკრაინის ომს არ ვგულისხმობ, კავკასიაში ბოლო დროს დატრიალებულ მოვლენებზე ვაკეთებ აქცენტს, ევროპელები უბრალოდ ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით.

აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების შესაძლებლობა, სომხეთის ახლანდელი ხელისუფლების დასავლეთისკენ მკვეთრი შემოტრიალება, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ ეს რეგიონი გათავისუფლდეს რუსული გავლენისგან, გახდეს ევროკავშირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, თავისი 17-მილიონიანი ბაზრით. გარდა ამისა, რეგიონს აქვს პერსპექტივა, გახდეს ხიდი ევროკავშირსა და რესურსებით მდიდარ შუა აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში (პერსპექტივაში ეს შეიძლება შეეხოს ირანსაც, თუკი მას მოეხსნება დასავლეთის სანქციები).

ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ევროპული ქვეყნების ლიდერების დიდი ნაწილი, ეჭვი მაქვს, აღფრთოვანებული არ არის საქართველოს მთავრობის ქმედებებით, მაგრამ შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და აქ მხოლოდ უკრაინის ომს არ ვგულისხმობ, კავკასიაში ბოლო დროს დატრიალებულ მოვლენებზე ვაკეთებ აქცენტს, ევროპელები უბრალოდ ძალიან დაინტერესებულები არიან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით

რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში, რაც, როგორც ჩანს, კარგა ხანს გაგრძელდება, ევროპისათვის კავკასიის რეგიონი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ გადის სატრანზიტო დერეფნები, რომლითაც ევროპამ რუსეთის გვერდის ავლით შეიძლება სავაჭრო ურთიერთობები აწარმოოს აზიის ქვეყნებთან.

ამიტომაც, ევროპელებმა მაქსიმალურად დაწიეს თამასა 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით. ფაქტობრივად, თითოეული პუნქტის მხოლოდ ფორმალურ შესრულებას ითხოვენ.

იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ჭკუა, უარესად არ გადაამლაშებს მათთან ურთიერთობაში და იძულებულს არ გახდის ევროკავშირს, უბრალოდ უარი თქვა ჩვენთან დაახლოების პროცესის გაგრძელებაზე.

- აშშ-ს მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის ამბების გამო, იმის გამო თუ როგორ განვითარდა პროცესები ეროვნულ ბანკში, საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები პარლამენტში და თბილისის საკრებულოში გააქტიურდნენ. საჯარო სივრცეში მათ გააქტიურებას მოჰყვა ის, რომ ჯერ პარლამენტში სცემეს დეპუტატი გიორგი ვაშაძე, შემდეგ საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატის აქტივობას ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ მისი ცემა მოჰყვა.

ამ ფონზე სამართალდამცავების მოქმედება უცნაური იყო, რადგან დეპუტატის მცემლებზე ადრე პოლიციამ მომხდარის გამპროტესტებელი ოპოზიციონერი ნიკა მელია დააკავა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ფარცხალაძის თემების გამო შეეცადა ხელისუფლება ვითარება განემუხტა, მაგრამ, ფაქტია, ვითარება კიდევ უფრო გართულდა.

თქვენ როგორ შეაფასებდით ფარცხალაძესთან და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ქუჩაში განვითარებულ პროცესებს?

- ქუჩაში აქტივობას ჭირდება მკაფიო, ხალხისთვის გასაგები და მისაღები მიზანი, იმედი, რომ ამ აქტივობით რამე შეიცვლება, ნდობის და ავტორიტეტის მქონე ლიდერები და ხალხის რწმენა, რომ ლიდერებმა იციან, თუ როგორ მიაღწიონ მიზანს.

ჯერჯერობით, არც ერთი ეს მდგენელი არ ჩანს, ამიტომ ვხედავთ სპონტანურ, მცირერიცხოვან აქციებს, რომელშიც არა იმდენად საზოგადოება, არამედ, ძირითადად, პარტაქტივი და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს არ ჰყოფნით თვითკრიტიკა, ვერ გამოაქვთ სწორი დასკვნები იმ პერმანენტული პოლიტიკური დამარცხებებისგან, რაც მათ განიცადეს ბოლო პერიოდში და არაფრის შეცვლას ან არ აპირებენ, ან ვერ ახერხებენ.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მაგრამ არ ენდობა ამ ოპოზიციას. ნაწილს უბრალოდ არ აქვს იმედი, რომ ამ ლიდერებს რამის შეცვლა შეუძლიათ, მნიშვნელოვან ნაწილს კი უბრალოდ არ სურს იმ ხალხის ხელისუფლებაში მობრუნება, რომლებიც ან წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ან მასთან არიან აფილირებულები.

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ხელისუფლებით, მაგრამ არ ენდობა ამ ოპოზიციას. ნაწილს უბრალოდ არ აქვს იმედი, რომ ამ ლიდერებს რამის შეცვლა შეუძლიათ, მნიშვნელოვან ნაწილს კი უბრალოდ არ სურს იმ ხალხის ხელისუფლებაში მობრუნება, რომლებიც ან წარმოადგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ან მასთან არიან აფილირებულები

ხელისუფლება შესაცვლელად საკმარისი არ არის, რომ საზოგადოებას ის არ მოსწონდეს. ამომრჩეველს იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ის ვინც მოვა ხელისუფლებაში, უკეთესი იქნება, მისი ძირითადი პრობლემების მოგვარებას დაპირება, რაღაცას კარგს გააკეთებს. ამის გარეშე „ოცნების“ ცვლილება ვერ მოხდება. მხოლოდ „თავისუფლება მიშას „ „ბიძინა პუტინის აგენტია, ხოლო დანარჩენები კი მისი ზებრები არიან“ და „ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინდა“ „ქართული ოცნების“ შეცვლას, ჩემი აზრით, არ ყოფნის.

არადა, მხოლოდ ესაა ოპოზიციის ძირითადი მესიჯები, რაც ესმის მოსახლეობას. პარტიების გზავნილები ძალიან შორსაა იმ პრობლემებისგან, რაც ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას აწუხებს, რაც ზრდის ჩვენი მოსახლეობის ნიჰილიზმს პოლიტიკური პროცესისა და თავად ოპოზიციური პარტიების, თუ მათი ლიდერების მიმართ.

ვფიქრობ, რომ ასეთია რეალობა და საზოგადოების ამ განწყობის შესაცვლელად ოპოზიციურ სპექტრი ჩვენს მოქალაქეებს ბევრს ვერაფერს სთავაზობს, შესაბამისად, თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს.

- ის, რაც ბოლო დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ასევე მთიან ყარაბაღში ხდება, გვერდს ვერ აივლით, რადგან იმაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

აზერბაიჯანმა მიაღწია იმას, რომ გაუჩნდა შანსი დაიწყოს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში რეინტეგრირების პროცესი. გასაგებია, რომ ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ამაში ხელს ბაქოს ვერავინ შეუშლის.

ამის პარალელურად, აზერბაიჯანმა ჯერ იყო ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ მთიან ყარაბაღში დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები. პრეზიდენტმა ალიევმა ბოდიშიც მოიხადა და დაღუპულების ოჯახების უზრუნველყოფა თავის თავზე აიღო. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა რუსი სამშვიდობოებიც დაბომბეს.

პარალელურად, ვითარება მძიმდება სომხეთში, სადაც პრორუსული ძალები ცდილობენ პრემიერ ფაშინიანის გადაყენებას.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთ კავკასიაში ახალი დრო დგება. არაა გამორიცხული რუსეთი იძულებული გახდეს ეტაპობრივად, მაგრამ მაინც დათმოს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა სამხრეთ კავკასიაში ხდება? და ამ პროცესების ფონზე სადაა საქართველო?

- დღეს რაც ყარაბაღში ხდება, სომეხი ერის ტრაგედიაა, თუმცა, 30 წლის წინ იქიდან აზერბაიჯანული მოსახლეობის გაყრაც ასეთივე ტრაგედია იყო აზერბაიჯანელებისთვისაც. საუბედუროდ, ასეთია ეთნიკური კონფლიქტების ბუნება.

არ ვფიქრობ, რომ, თუკი ყარაბაღი მთლიანად გაიწმინდება სომხური მოსახლეობისაგან, ეს ამ კონფლიქტს დაასრულებს. ის რაღაც პერიოდი შეიძლება მინავლდეს, იმიტომ, რომ სომხურ მხარეს ახლა ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა, სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს აზერბაიჯანს, მაგრამ იქიდან სომხური მოსახლეობის გამოყრა მუდმივად დარჩება აზერბაიჯანული სახელმწიფოს პრობლემად.

ჩვენს ქვეყანაში ბევრს ასე არ ესმის. ბევრი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანი ამ გზით თავის ისტორიულ პრობლემას გადაჭრის და ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს ამ რეგიონში სომხური სეპარატიზმის პრობლემას. ამ ხალხის უმრავლესობა წლების განმავლობაში აქებდა სომხების პოლიტიკას, პრაგმატულს და ეროვნულ ინტერესებზე მორგებულს უწოდებდა სომხეთის ხელისუფლების მიერ მათი სახელმწიფოს რეგიონში რუსეთის სატელიტად გადაქცევას.

ბევრი ქართველი თვლიდა, რომ რუსეთის ბაზების განთავსების, მთელი ეკონომიკის რუსეთის ხელში გადასვლის, ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე დატოვების ხარჯზე სომხეთმა თავის ისტორიულ მიზანს მიაღწია, ყარაბაღიდან გარეკა აზერბაიჯანელები და დაიბევა ეს რეგიონი. ეს ყოველთვის მცდარ აზრად მიმაჩნდა და ვთვლიდი, რომ ადრე თუ გვიან რუსები არად დაგიდევდნენ სომხეთის ინტერესებს, ყოველთვის მოიქცეოდნენ ისე, როგორც მათი ბელადები ჩათვლიდნენ სწორად.

სახელმწიფო პოლიტიკა გრძელვადიან შედეგებზე უნდა იყოს გათვლილი. იქნებოდა თუ არა უკეთესი, 90-იან წლებში, ყარაბაღის და სომხეთის მაშინდელ ლიდერებს სამხედრო გამარჯვებების შემდეგ, აზერბაიჯანელები კი არ გაეყარათ რეგიონიდან, არამედ მაშინ, რეალურად სუსტ ბაქოსთან მოლაპარაკების შედეგად, ყარაბაღში აზერბაიჯანელებთან თანაცხოვრების პირობებში მიეღწიათ სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების და თავისუფლების მაღალი გარანტიებისათვის? დღეს ამ უბედურებას ხომ ასცდებოდნენ ?

მაგრამ, 90-ათიან წლებში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით ზურგგამაგრებულმა სომხურმა მხარემ აქცენტი გააკეთა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტასა და ყარაბაღის აზერბაიჯანული მოსახლეობისგან გაწმენდაზე.

ყარაბაღის მაშინდელმა ლიდერებმა ჩათვალეს, რომ ამით ყარაბაღის სახელმწიფოს შექმნის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანელი მოსახლეობის პრობლემას ხსნიდნენ, სინამდვილეში კი 30 წლის შემდეგ მიიღეს დღევანდელი მდგომარეობა და ახლა სომხებს უწევთ რეგიონის დატოვება.

90-ათიან წლებში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით ზურგგამაგრებულმა სომხურმა მხარემ აქცენტი გააკეთა კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტასა და ყარაბაღის აზერბაიჯანული მოსახლეობისგან გაწმენდაზე

აღმოჩნდა, რომ მართლები იყვნენ სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ლევონ ტერ პეტროსიანი და ყველა ის სომეხი პოლიტიკოსი, რომლებიც საუბრობდნენ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების აუცილებლობაზე, რის გამოც ისინი მოღალატეებად შერაცხეს და ფაქტობრივად განდევნეს სომხური პოლიტიკიდან იმის იმედით, რომ რუსები ყოველთვის სომხეთის დასაცავად იომებდნენ.

რუსების ე.წ. „პროსომხური პოზიციის“ მიზეზი იყო რეგიონში თავის სამხედრო კონტინგენტის და გავლენის შენარჩუნება, რისთვისაც მათ სჭირდებოდათ ორ მეზობელ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება, რათა თავად კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტის დამცველის ფუნქცია მოერგოთ.

როგორც კი დაჭირდა, რუსეთმა უკრაინასთან ომის პირობებში თურქეთთან ურთიერთობების არგაფუჭება არჩია სომხეთის ინტერესების დაცვას. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა ყველაფერ ამას სომხეთის დღევანდელ მთავრობას და პირადად ფაშინიანის პოლიტიკას აბრალებს. აბა, იმას ხომ არ იტყვის, რომ სომხეთის ინტერესები არასდროს მაინტერესებდა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებისას და სომხეთის უსაფრთხოების გარანტორად დადგომისას მხოლოდ ჩემი გეოპოლიტიკური ინტერესები მამოძრავებდაო?

აღმოჩნდა, რომ მართლები იყვნენ სომხეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ლევონ ტერ პეტროსიანი და ყველა ის სომეხი პოლიტიკოსი, რომლებიც საუბრობდნენ აზერბაიჯანთან მოლაპარაკების აუცილებლობაზე, რის გამოც ისინი მოღალატეებად შერაცხეს და ფაქტობრივად განდევნეს სომხური პოლიტიკიდან იმის იმედით, რომ რუსები ყოველთვის სომხეთის დასაცავად იომებდნენ

ის, რომ რუსეთს არანაირი რეაქცია არ ჰქონდა აზერბაიჯანელთა მხრიდან მისი მშვიდობისმყოფელების, მათ შორის, ყარაბაღში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის უფროსის მოადგილის, დახოცვაზე (აზერბაინელებმა რუსების მშვიდობისმყოფელების მანქანას გაუხსნეს ცეცხლი) მიუთითებს, რომ მათსა და ალიევს შორის გარკვეული შეთანხმება არსებობს.

რუსეთის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას დასავლეთის პოლიტიკური როლის გაძლიერება კავკასიის რეგიონში, მათი ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ყარაბაღში აზერბაიჯანის ანტიტერორისტული ოპერაციის რამდენიმე დღით ადრე, ყარაბაღის არჩეულ პრეზიდენტს, არაიკ არუტუნიანს აიძულეს, წასულიყო პოსტიდან და იქ სათავეში მოვიდა პრორუსი პოლიტიკოსების გუნდი, სამველ შახრამიანის მეთაურობით.

ამის შემდეგ ყარაბაღში, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მინაზე ფეთქდება მანქანა, რომელშიც იღუპება აზერბაიჯანის შსს-ს ოთხი წარმომადგენელი. ბაქო იყენებს ამ მოვლენას, აბრალებს ყველაფერს სომხურ დივერსიულ ჯგუფებს და იწყებს ყარაბაღში ანტიტერორისტული ოპერაციას, რეალურად კი - სამხედრო შეტევას.

რუსებს მინდობილი სომხეთი კიდევ ერთხელ ჩავარდა ძალიან მძიმე სიტუაციაში. ძნელი სათქმელია, შეინარჩუნებს თუ არა ფაშინიანი ხელისუფლებას. ფაქტია, რომ რუსეთი ყველანაირად ეცდება, ოპოზიციის ხელით ჩაანაცვლოს მისთვის მიუღებელი ფაშინიანის მთავრობა

ყარაბაღის ახალი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებიც ფაშინიანს ღალატში სდებდნენ ბრალს, ზუსტად ერთ დღეში თანხმდება რუსი "მშვიდობისმყოფელების" წინადადებას, ფაქტობრივად, კაპიტულაციას აცხადებს და მზაობას გამოთქვამს, პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყოს ბაქოსთან რუსების შუამავლობით.

ფაქტია, რომ სამხედრო ესკალაციამ არარად აქცია ის მოლაპარაკებები, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ევროპელთა შუამავლობით მიდიოდა ალიევსა და ფაშინიანს შორის. ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელის აფეთქება და შემდეგ სამხედრო მოქმედებების განახლება ძალიან ჰგავს უამრავ ასეთ პროვოკაციას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტურ რეგიონებში არაერთხელ მოუწყვია რუსეთს საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად.

თუკი რუსები ფაშინიანს ვერ ცვლიან სომხეთში, მათი პროგრამა მინიმუმი შეიძლება იყოს მისი ამოგდება ყარაბაღზე მოლაპარაკების ფორმატიდან, ყარაბაღელთა ხელით დასავლეთის შუამავლობაზე უარის თქმა, სომხური მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტად რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განთავსების ნაცვლად ყარაბაღში რუსული ჯარის ნაწილების დროებით მაინც დატოვება.

ეს ყველაფერი ალიევსაც შეიძლება აწყობდეს. მისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომ შუამავლებმა ყარაბაღის თემის მოგვარება მხოლოდ აზერბაიჯანის საშინაო საქმედ აღიარონ, თანაც, დასავლეთმა შეიძლება აზერბაიჯანის ხელისუფლებას სომხური უმცირესობების დაცვის ბევრად მაღალი გარანტიები და ამ გარანტიებზე მონიტორინგის საერთაშორისო სისტემის შექმნა მოსთხოვონ, ვიდრე ამას რუსები მოითხოვენ.

ეს კი სულაც არაა ალიევის ინტერესებში, რომლის ხელისუფლებას ისედაც პრობლემები აქვს დასავლეთის ქვეყნებთან, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო.

მოკლედ, რუსებს მინდობილი სომხეთი კიდევ ერთხელ ჩავარდა ძალიან მძიმე სიტუაციაში. ძნელი სათქმელია, შეინარჩუნებს თუ არა ფაშინიანი ხელისუფლებას. ფაქტია, რომ რუსეთი ყველანაირად ეცდება, ოპოზიციის ხელით ჩაანაცვლოს მისთვის მიუღებელი ფაშინიანის მთავრობა.

არ გამოვრიცხავ, რომ ერევანში, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მოსკოვი ეცადოს, რომ სომხეთს ყარაბაღის საკომპენსაციოდ ჯავახეთში სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში დაეხმაროს, რათა საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, რეგიონში მშვიდობის დაცვის მოტივით, ახალქალაქში რუსული ბაზა დააბრუნოს და ამ გზით ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენიც გააკონტროლოს. დღეს ეს საფრთხე თითქოს ძალიან ჰიპოთეზურად ჟღერს, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ

ოფიციალური მოსკოვის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით, ყარაბაღის ტრაგედიაში ერთადერთი დამნაშავე ფაშინიანი და მისი პროდასავლური კურსია და აბსოლუტურად ცალსახა მოწოდებაა სომხეთის მოსახლეობისთვის, შეცვალოს ხელისუფლება.

სხვათა შორის, ჩემი აზრით, ეს გარკვეულ ხიფათს შეიცავს ჩვენთვისაც. დღევანდელ სომხურ ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებიც შემჩნეული არიან ჯავახეთში სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში. ზოგიერთი ოპოზიციონერი და ოპოჟურნალისტი თავიანთ ინტერვიუებსა თუ სტატიებში მიუთითებდნენ, რომ არაფრით არ უნდა დაუშვან ყარაბაღის „ჯავახეთიზაცია“.

მე პირადად არ გამოვრიცხავ, რომ ერევანში, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, მოსკოვი ეცადოს, რომ სომხეთს ყარაბაღის საკომპენსაციოდ ჯავახეთში სეპარატისტული ტენდენციების გაღვივებაში დაეხმაროს, რათა საქართველოს ხელისუფლება აიძულოს, რეგიონში მშვიდობის დაცვის მოტივით, ახალქალაქში რუსული ბაზა დააბრუნოს და ამ გზით ბაქო-ჯეიჰანის გაზსადენიც გააკონტროლოს. დღეს ეს საფრთხე თითქოს ძალიან ჰიპოთეზურად ჟღერს, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ.

რუსეთის მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას დასავლეთის პოლიტიკური როლის გაძლიერება კავკასიის რეგიონში, მათი ჩართვა ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში

თუკი სომხურმა საზოგადოებამ დააღწია თავი იმ მახეს, რასაც დღეს უგებს რუსეთი, დაარეგულირა თავისი ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან, შეძლო დასავლეთზე კურსის აღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.

ჯერ ერთი, პერსპექტივაში შეიძლება ვიფიქროთ სამხრეთ კავკასიის საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნაზეც. თუკი საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთთან განუწყვეტლივ დაპირისპირებასა და ომებში, მათ შორის, გასულ საუკუნეში ორი მსოფლიო ომის გადამტანმა საფრანგეთმა და გერმანიამ ეს შეძლეს, რატომ არის ეს უტოპია საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში, თუკი ჩვენი ქვეყნების სათავეში რაციონალური, სწორად მოაზროვნე და პატრიოტი ლიდერები იქნებიან?

თუ ამას დავუმატებთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის, უბაჟო ვაჭრობის განვითარებას, რამაც კავკასიის 15-20 მილიონიანი საერთო ბაზრის ფორმირებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, რეგიონი ბევრად უფრო საინტერესო იქნება ინვესტორებისათვის და ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში, რეგიონისადმი ინტერესი როგორც ევროპის, ისე აზიის დიდი სახელმწიფოების მხრიდანაც გაიზრდება.

მე საქართველოს ხელისუფლების ადგილზე ყველა მხარესთან დავიწყებდი აქტიურ მუშაობას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა