პრემიერი - ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიის ჭრილში დასვა კითხვა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო - ქალბატონმა სალომემ თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია უადგილოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან კავშირში არაა.

ამასთან, როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ხელისუფლების ვალდებულება იყო. ამასთან, პრეზიდენტზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ მან შარშან, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვის პროცესში, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო, რომელსაც თავად წარმოადგენდა.

„გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის და კანონის შესაძლო დარღვევა სტატუსთან კავშირში. მე ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამას კავშირი არ აქვს. ეს არის ფორმალობა, მაგრამ ვალდებული ვიყავით, რომ რეაგირება მოგვეხდინა. ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს - საფრანგეთს წარმოადგენს (წარმოადგენდა - უფრო კორექტული იქნება დღეს ამის თქმა), მისი დარწმუნებაც ვერ შეძლო. ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიის ჭრილში დასვა კითხვა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. მანამდე გაგზავნილი გვყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადებების გაკეთება. ადამიანმა თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს (როგორც უნდა, ისე დაალაგოს) დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აბსოლუტურად უადგილოა. ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი ვართ და ასეთ რთული გეოპოლიტიკური ვითარების დროს გეოგრაფიაზე მინიშნება აბსოლუტურად გაუმართლებელია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა რომ დაერწმუნებინა“,- განაცხადა პრემიერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა