შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, იუსი ჰალა-აჰოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. აგრეთვე, გამოხატა მადლიერება ფინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ერთგულებასა და გასულ წელს ევროკავშირის მიერ აღიარებული ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად მზად არის, რაშიც საქართველოს ფინეთის მხარდაჭერა ექნება, რისთვისაც შალვა პაპუაშვილმა იუსი ჰალა-აჰოს მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა, აგრეთვე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მისი გეოპოლიტიკური შედეგები, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემო და რეგიონში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილეს.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, დეპუტატები - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მაია ბითაძე,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო