გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებისკენ მიდის და არა თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციისკენ - საზოგადოებას უფლება აქვს იფიქროს, რომ ეს ყველაფერი სტატუსის მიღების საბოტირებისთვის კეთდება

ამ ყველაფერს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ აკეთებენ. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იფიქროს, რომ ეს ყველაფერი სტატუსის მიღების საბოტირებისთვის კეთდება, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი მმართველი გუნდის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება, რაც დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას მოიცავს.

ხუხაშვილის განმარტებით, მთავრობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმის გამო იღებს, რომ „ევროკავშირი კიდევ უფრო დაძაბოს და მიმდინარე პროცესებზე კიდევ უფრო ნეგატიური შეხედულებები ჰქონდეს“.

„ხელისუფლება ვერბალურად აცხადებს, რომ ევროპულ ოჯახში გვინდა და კონსტიტუციაშიც ასე წერია. ევროპას თავისი სტანდარტები აქვს მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებასთან და პროტესტის გამოთქმის სივრცესთან დაკავშირებით. ხელისუფლება რიტორიკულად საუბრობს, რომ ევროპაში უნდა, მაგრამ ყველა მისი ნაბიჯი, როგორც ამ კუთხით, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით, ამის საპირისპიროა. როცა სისხლიან 9 წელზე და იმაზე აპელირებ, რა სასტიკი იყო წინა ხელისუფლება, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ იმ სასტიკი ხელისუფლების კანონმდებლობა ბევრად უფრო დემოკრატიული იყო და პროტესტისთვის ბევრად უფრო დიდ სივრცეს ტოვებდა. მაშინ რაზე გაქვს პრეტენზია? იმას კი არ სჯობიხარ, მასზე უარესი გამოდიხარ. ვადასტურებ, რომ ის ხელისუფლება საკმაოდ სასტიკი იყო, მაგრამ მაშინ ტარდებოდა საკნების აქცია, ჰო? არათუ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა არ იყო აკრძალული, რუსთაველი პირდაპირ საკნებით იყო გავსებული, სხვათა შორის, იმ ხალხის მხრიდან, ვინც დღეს ხელისუფლებას გულანთებული უჭერს მხარს. მათი სიტყვები, მათი რიტორიკა და ქმედებები, ერთმანეთს უპირისპირდება, ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებისკენ მიდიან და არა თავისუფალ სამყაროში ინტეგრაციისკენ, თან ამ ყველაფერს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ აკეთებენ. საზოგადოებას სრული უფლება აქვს, იფიქროს, ეს ყველაფერი სტატუსის მიღების საბოტირებისთვის კეთდება. ხომ შეიძლება, ცოტა მოგვიანებით გააკეთონ ეს, ჯერ სტატუსი მიიღონ და მერე გამოავლინონ თავისი მანკიერი თვისებები, მაგრამ არა, წინასწარ აკეთებენ, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო დაძაბონ და კიდევ უფრო ნეგატიური შეხედულებები ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება კანონპროექტის განმარტებით ბარათში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების დასახელებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს, ხუხაშვილი ასე პასუხობს:

„აგიხსნით, თუ რატომ არის ეს აბსურდი. პროტესტის ფორმებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რა არის დასაშვები და რა - არა. ჯერ ერთი, სუს-ი განცხადებებს მას შემდეგ აკეთებს, რაც უკვე რეაგირებას მოახდენს. პირდაპირ გვარებს ასახელებენ, გადატრიალების მომზადების ფიგურანტები იციან, რატომ არ რეაგირებენ? მათი ფუნქცია ის კი არაა, რომ ჩვენ გვაშინონ და შეგვაშინონ. სუს-ის ფუნქციაა, თუკი, რამე კანონდარღვევას, ან ცუდი რაღაცის მომზადებას აქვს ადგილი, სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, თუკი ქვეყნის გარეთ არიან, მათი ექსტრადირება მოახდინონ, ქვეყნის შიგნით ვინც არის, ისინი დააპატიმრონ. ამ საქმესთან დაკავშირებით ერთი ადამიანი მაინც გინახავთ დაპატიმრებული? ხომ ამბობენ, ქვეყნის შიგნითაც არიან და ვიცით, რომლებიც არიანო?! მათი ვალდებულებაა ქვეყნის უსაფრთხოება დაიცვან, ჩვენ კი არ გაგვაფრთხილონ, „ბუა“ მოდის და სახლებში დაიმალეთო, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ. ასევე, კანონმდებლობა ერთჯერად, რაღაც გადატრიალების თეორიაზე არ ლაგდება. კანონი მუდმივი მოქმედების ინსტრუმენტია და ახლა რაღაც ხდება და ამიტომ, მუდმივ შეზღუდვებს ვაწესებო, ასე არ ხდება, გამოაცხადონ მაშინ საგანგებო მდგომარეობა. სუს-ის ეს განცხადება წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებაა, რადგან რეაგირებას ვერ ხვედავ. როცა სუს-ი, ასეთი სერიოზული ორგანიზაცია კონკრეტულ ადამიანებს ბრალს სდებს, რომ ისინი ძალადობრივ ცვლილებას ამზადებენ და ამის უტყუარი მტკიცებულებები აქვთ, სად არის რეაგირება? დიდი ბოდიში მაგრამ, სახელმწიფო გადატრიალების ასეთი 3 საქმე, რომ აქვს ამ სუს-ს აღძრული და სამივე თაროზე რომ დევს და დაივიწყეს, იმაზე როგორ არიან? აი, „საბურავებიდან“ დაწყებული, სხვებით გაგრძელებული. სუს-ის ფუნქცია არ არის ჩვენი გაფრთხილება და პარლამენტის ფუნქცია არ არის სუს-ის ამ შეშინებაზე და კანკალზე რეაგირება, კანონების წერა. სუს-ის ფუნქციაა, თუ რამე უკანონობა ხდება, ეს აღკვეთოს, თუ ვინმე რამეს ამზადებს, კეთილი ინებონ და დაიჭირონ. ვისაც ვერ ხვდებიან, ექსტრადიცია მოსთხოვონ უკრაინას, ან რაღაც გააკეთონ, სამართლებრივი რეაგირება არ აქვთ, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან და ამის საფუძველზე კანონში ცვლილებები შეაქვთ. დიდი ბოდიში, მაგრამ ეს თეთრი ძაფით, ნაჯახით ნამუშევარი ისტორიაა მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტად შეზღუდონ ადამიანების პროტესტის გამოთქმის თავისუფლება, რომ ვფიქრობ, ამის გასაბათილებლად არგუმენტები არ არსებობს. სუს-ს მივმართავ, თუ ვინმე რამეს აშავებს, კეთილი ინებეთ და ზომები მიიღეთ!“ -განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024