გიორგი ბოტკოველი - თუ ვინმეა ქვეყნის გადამტრიალებელი, „ქართული ოცნებაა“ - ყოველი არჩევნების წინ, სუს-ში იწყება გამოძიება, თუმცა არცერთი გამოძიების შედეგი ნანახი არ გვაქვს

ყოველი არჩევნების, აქტიური პერიოდის წინ, სუს-ში იწყება გამოძიება, თუმცა არცერთი გამოძიების შედეგი ნანახი არ გვაქვს - თუ ვინმეა ქვეყნის გადამტრიალებელი, „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა სუს-ში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე შეთითხნილი, რუსული მეთოდია.

„მხოლოდ სასაცილოდ შეიძლება შევაფასოთ სუს-ის განცხადება [ქვეყანაში არეულობის გეგმაზე]. ყოველი არჩევნების, აქტიური პერიოდის წინ, სუს-ში იწყება გამოძიება, თუმცა არცერთი გამოძიების შედეგი ნანახი არ გვაქვს. ესეც შეთითხნილი, რუსული მეთოდია, რაც ამ ქვეყანაში აღარ გაჭრის. გვინახავს „საბურავების საქმე“, ასევე მოგვისმენია ათასი განცხადება, რომ ვიღაც იმას გეგმავს, ვიღაც - ამას. თუ ვინმეა ქვეყნის გადამტრიალებელი, „ქართული ოცნებაა“. გადატრიალებაა, როდესაც ქვეყანას უცვლი კურსს, რომელიც ხალხის არჩევანია. მთავარი გადამტრიალებელი არის „რუსული ოცნება“, რომელიც მალე უნდა დასრულდეს“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის, ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით, ორგანიზაცია „კანვასი“ გამოიყენება.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ, სუს-ში სერბეთის სამი მოქალაქე, ჯგუფ „კანვასის“ წევრები გამოკითხეს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის