სოფო ჯაფარიძე - ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ - მისი გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს.

როგორც მან, კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, „ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“.

„უკვე ორი წელია, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სრულიად უსამართლოდ იმყოფება ოლიგარქის და პუტინის პირად ტყვეობაში. ვუყურებთ, რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება. მათი ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ, მიხეილ სააკაშვილია. ის პატიმრობიდანაც კი ახერხებს, ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე იყოს. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი აბსურდული მიზეზით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის ეშინია. ბოლო თვეების განმავლობაში, ვუყურებთ, დღე არ გავა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება განცხადებაზე არ აკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას როგორც დასავლელი ლიდერები, ისე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაყვანისკენ ან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ შედეგს ვხედავთ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათ უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ ევროპარლამენტარს, დასავლელ ლიდერებს ცივი უარი განუცხადეს. მაგრამ ისინი წინააღმდეგობას მიხეილ სააკაშვილის ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. დღეს, როდესაც ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, დაპირისპირების და აგრესიის დრო არ არის. ჩვენი სურვილია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო