მიხეილ სარჯველაძე ანა წითლიძეს - თქვენი პრობლემაც და უბედურებაც ის არის, რომ სახალხო დამცველს აფასებთ იმის მიხედვით, თქვენი პოლიტიკური პარტნიორი იქნება თუ არა, თორემ სულ ფეხებზე გკიდიათ ყველა ადამიანის უფლება

თქვენი პრობლემაც და უბედურებაც ის არის, სახალხო დამცველს აფასებთ იმის მიხედვით, თქვენი პოლიტიკური პარტნიორი იქნება თუ არა, თორემ სულ ფეხებზე გკიდიათ ყველა ადამიანის უფლება, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატ ანა წითლიძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშს უსმენენ.

მიხეილ სარჯველაძისა და ანა წითლაძეს შორის ურთიერთშელაპარაკება, სახალხო დამცველისთვის წითლიძის მიერ დასმულ შეკითხვებს მოჰყვა, რომელიც რუსეთთან ფრენების აღდგენას, ფარცხალაძის საქმესა და რეკომენდაციების შესრულების პარალელურად ირაკლი კობახიძის მიერ USAID-ის დადანაშაულების საკითხს შეეხებოდა. როგორც წითლიძემ კითხვების დასმის წინ განაცხადა, ამ კითხვებზე ლევან იოსელიანის პასუხი განსაზღვრავს იმას, რამდენად წარმატებით შესრულდა 12 რეკომენდაციის ის პუნქტი, რომელიც სახალხო დამცველის არჩევას შეეხებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ ანა წითლიძეს წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

„მოგწონთ თუ არა ეს, მოისმინეთ! თქვენ მოისმინეთ იმედია ის ჩანაწერიც, რომელიც გავრცელდა და ეს კითხვაში თუ ნახსენები იქნებოდა, როდესაც აქცენტს აკეთებთ სტრატეგიული პარტნიორის თითქოსდა დადანაშაულებაზე... ესეც თქვით. თქვენთვის შეიძლება გასაგებია, მაგრამ მე უფლება მაქვს გითხრათ, ამიტომ ნუ ეცდებით ჩამეჭრათ ლაპარაკში, იმიტომ, რომ იოტისოდენა არ ყოფილა არაფერი ნათქვამი თქვენ მიერ, რაზეც მე გეთანხმებოდით. არ გსიამოვნებთ და მოითმინეთ! ნუ მეჭრებით სიტყვაში! თქვენი პრობლემაც და უბედურებაც ის არის, სახალხო დამცველს აფასებთ იმის მიხედვით, თქვენი პოლიტიკური პარტნიორი იქნება თუ არა, თორემ სულ ფეხებზე გკიდიათ ყველა ადამიანის უფლება! საუბედუროდ, ისევ იმავე როლში ხართ, რომელშიც იყავით 2012 წლამდე. მენანება ამ ქვეყანაში, რომ საქართველოს პარლამენტში არსებობენ დეპუტატები, რომლებსაც სახალხო დამცველი მიაჩნიათ, რომ თუ მისი პოლიტიკური მოკავშირე არ არის და მისთვის მაამებლურ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს, მიუღებელია. ეს არის ინდიკატორი! ნუ გაქვთ იმხელა ამბიცია, რომ ვინმე თქვენ გელაპარაკებათ, კომენტარს ვაკეთებ თქვენს აბსურდულ განცხადებაზე, როდესაც უთხარით სახალხო დამცველს, რომ თუ არ შემიფასებთ ფრენების აღდგენის საკითხს პოლიტიკურად და საჩემო განცხადებას არ გააკეთებთ, არ მიმაჩნიხართ კარგ სახალხო დამცველადო, ამას ტირაჟირებთ, ეს არის აბსურდი. აბსოლუტურად არ მრცხვენია ! თქვენ ფიქრობთ, რომ რამე იყო ძველბიჭური ამ ნათქვამში ?! როგორ გეკადრებათ. ნუ ეცდებით შეაფასოთ სახალხო დამცველი არა უფლებებზე ნამუშევრით, არამედ შეაფასოთ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, რაც სამწუხაროდ იყო“, - მიმართა მიხეილ სარჯველაძემ წითლიძეს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი